საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავთანდილ ასათიანის გუნდმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. ჯგუფის თამაშებს ჰოლანდიამ, როტერდამის ტოპსპორტცენტრუმმა უმასპინძლა.
ჯგუფის უკანასკნელ ტურში, რომელიც 30 მარტს გაიმართა, ჩვენმა გუნდმა ბელარუსს 5:4 სძლია. 27 მარტს საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 1:4, 28 მარტს კი ჰოლანდიასთან 3:7 დამარცხდა. ელიტ-რაუნდის საგზური ჩვენმა გუნდმა საკვალიფიკაციო ჯგუფში გამარჯვებით მოიპოვა, სადაც აზერბაიჯანს 2:1 სძლია, მოლდოვასთან კი ფრედ 5:5 ითამაშა.