_ შეიკრიბა 16 ადამიანი და დაბა ლაითურში ითხოვდა რწმუნებულად ლევან დუმბაძის დანიშვნას. სწორედ მისი ინიციატივით მოხდა დღეს ჩემი სამსახურის კარის აჭედვა. ახლა ვარ სახლში, მე არ ვიყავი რწმუნებულად დანიშნული, მე უბრალოდ, ერთი თვეა, რაც დამეკისრა ეს მოვალეობა, არც ხელფასს ვიღებდი, არც მოვალეობის შემსრულებელი ვიყავი, ახლა ძალიან ცუდი სიტუაციია სოფელში, მიმდინარეობს ვაუჩერების დარიგება, რაც ახლა გამოიწვევს დიდ აურზაურს დაბაში, ესენი კი ჩვენ არ გვაძლევენ საშუალებას, რომ ვიმუშაოთ, -გვითხრა ელზა ცხელიშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის კოტე შარაშენიძის განცხადებით, მალე ყველაფერი მოგვარდება.
_ ხდება გაუგებრობა, სამწუხაროდ, ერთი და ორი ინტრიგანი ყველა სოფელშია, ქალბატონი ელზა ძალიან კარგი ადამიანი და ხელმძღვანელია, სიტუაცია ძალიან მალე დარეგულირდება, – გვითხრა შარაშენიძემ.