შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კერძოდ, 31 მარტს, სომხეთიდან საქართველოში შემოსულმა სომხეთის მოქალაქემ ზეპირი დეკლარირებისას 1 ცალი ოქროს სამაჯური და 1 წყვილი საყურე დაადეკლარირა, ხელჩანთის დათვალიერებისას კი მას არადეკლარირებული, სავარაუდოდ ოქროს სამეული, კერძოდ 1 ბეჭედი და 1 წყვილი თვლებით გაწყობილი საყურე აღმოაჩნდა, რის შემდეგაც მოქალაქემ ფაქტის დაფარვის მიზნით, ოფიცერს ქრთამის სახით, ფული შესთავაზა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, კრიმინალურ პოლიციას გადაეგზავნა. სომხეთის მოქალაქე ამჟამად დაკავებულია.