სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ დელეგაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე (საქართველოს მთავარი ვეტერინარი ექიმი), სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე და მისი მოადგილე დემნა ხელაია, ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ლიპარტია, მცენარეთა კარანტინის სპეციალისტი ოთარ სხვიტარიძე.
შეხვედრის ძირითად თემას ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტი წარმოადგენს. საუბარი შეეხება ხილ-ბოსტნეულისა და ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტს. ქართული დელეგაცია რუსულ მხარეს საქართველოში სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ კანონმდებლობას და კონტროლის მექანიზმებს გააცნობს.