შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ზურაბ ღ. იმ დროს დააკავეს, როცა ის მშენებარე ობიექტის გარშემო შემოვლებულ ღობეზე პულვერიზატორით წარწერებს აკეთებდა. მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. დაკავებული გათავისუფლებულია ხელწერილით.
_ შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სახის ნახატებისა და სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, კანონდარღვევად ითვლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველას მოუწოდებს იმოქმედოს კანონის ფარგლებში, _ აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.