კვლევა საქსტატის მონაცემების საფუძველზე განხორციელდა და წარმოდგენილი იქნება საქართველოს უმსხვილესი კომპანიები 2012 წლის ბრუნვების მიხედვით.
პრეზენტაციის დროს დასახელდება საქართველოს უმსხვილესი კომპანია 2012 წლის ბრუნვის მიხედვით, ასევე უმსხვილესი კომპანიები ნავთობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, სათამაშო ბიზნესის, კვების პროდუქტების წარმოების და დისტრიბუციის, ფარმაციის და მედიცინის, თამბაქოს რეალიზაციის, ავტოდილერების, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის, მძიმე ინდუსტრიის, კომუნიკაციების სექტორებში.
კვლევაში არ არის გათვალისწინებული ბანკების და სადაზღვევო კომპანიის მონაცემები. კვლევას “ილიაუნი ბიზნეს რევიუ” საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ყოველწლიურად აქვეყნებს.
“ილიუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევარების მიერ.