15-16 თებერვალს ქალაქმა ფოთმა უმასპინძლა ღია პირველობას შერეულ ორთაბრძოლებში დასავლეთ საქართველოს კლუბებს შორის, სადაც მიწვეული იყო ჩოხატაურის სპორტისა და სპორტული ორგანიზების ცენტრის კიკბოქსიორები.
ჩოხატაურელების შედეგი ასეთია: თემურ კიკვაძე, გურამ შავაძე, ალექსანდრე ლომთათიძე ოქროს მედლებს, ხოლო ავთო ზარბაზოია, საბა თევზაძე და ილია წულაძე ვერცხლს დასჯერდნენ.
მწვრთნელი გივი გოგუაძე, კიკბოქსინგის სპორტის ოსტატი, შავი ქამარი, 1 დანი.




































































