“რაც შეეხება ინციდენტს, მე მინდა მცირე კომენტარი გავაკეთო, მიმაჩნია, რომ ძალიან გაზვიადებული იყო, რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა, ადგილი ჰქონდა გარკვეულ დაძაბულ საუბარს აჭარის პოლიციის უფროსსა და მოქალაქეს შორის, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო ნასვამ მდგომარეობაში, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა აჭარის პოლიციის უფროსს. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიციელი, 24 საათის განმავლობაში იცავს აჭარელი მოსახლეობის უსაფრთხოებას. ეს ადამიანი, ზუსტად იმ დროს, იმ საათში მიემართებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის განსახორციელებლად, ვგულისხმობ ტრეფიკინგის ფაქტის გამოვლენას, ასე რომ ზოგადად აჟიოტაჟი რაც ატყდა… მოვისმინე ისიც, რომ კამერებიდან მასალები წაშალეს და ჩვენ ეს დავმალეთ. თქვენ ნახეთ ალბათ გენინსპექციის დასკვნა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა მოხდა რეალურად, არაფერი დაგვიმალავს ჩვენ, არც აღიარება გვჭირდება, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს, ის რაც იყო. აქვე მინდა ისიც განვმარტო, რომ თუ ვინმეს რაღაც გადაცდომა ჰქონდა, იმ ტექნიკოს თანამშრომელს წაეშალა თუ წაშალა, ეს არა არის მნიშვნელოვანი, საქმე იმაშია, რომ ჩვენ ამოვიღეთ ალტერნატიული წყაროებიდან ვიდეოფირები და ჩვენ თვითონ გავავრცელეთ. შესაბამისად, აქცენტი არ უნდა გაკეთდეს იმაზე, რომ ვიდეოები წაიშალა. მე ვფიქრობ, რომ ინცინდენტი არის ძალიან გაზვიადებული.
მინდა წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გნებავთ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში რომელიმე რეგიონის პოლიციის უფროსისთვის მიეყენებინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ძალიან გთხოვთ, ყველა კარგად დაფიქრდეთ. ვალერი თელიამ გამოიჩინა ნებისყოფა. რა თქმა უნდა, მე არ ვამართლებ, იდეალურად არ წარიმართა ყველაფერი, შეიძლებოდა უფრო უკეთესად ყოფილიყო, მაგრამ მას აქვს მუნდირის ღირსების განცდა. ის არის პოლიციელი, რომელმაც როდესაც მოქალაქე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მოუწოდა დამშვიდებისკენ. ინცინდენტი არის ამოწურული.
” საიასთან” ჩვენ ვითანამშრომლებთ. ჩვენი უწყება იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩემი მოადგილე, ლევან იზორია შეხვდა საიას ხელმძღვანელს, ჩვენ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით მათ, რომ ჰქონოდათ მაქსიმალური ინფორმაცია. აქედან გამომდინარე,ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე ინციდენტი ამოწურულია.