რომელიც ავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იქნება განკუთვნილი. მინისტრის თქმით, კორპუსის ასაშენებლად ადგილი უკვე შერჩეულია და საცხოვრებელი იმ სტანდარტს დააკმაყოფილებს, რაც გადაადგილებაშეზღულ ადამიანს ღირსეული ცხოვრების საშუალებას მისცემს.
გასული წლის გაზაფხულზე ყოფილმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა თავდაცვის სამინისტროს ოფიცრებს საზეიმო ვითარებაში გადასცა აეროპორტის გზაზე ე.წ. სამხედრო ქალაქში მდებარე ბინები, თუმცა, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ამ ბინების დარეგისტრირება დღემდე ვერ ხერხდება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავის დროზე, ბინები არასწორად განაწილდა იმ ადამიანებზეც, ვისაც ის რეალურად არ ეკუთვნოდა, იყო შემთხვევა, როცა ერთი და იგივე ბინას რამდენიმე მფლობელი ჰყავდა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო დასახლების მშენებლობა აუცილებლად დასრულდება, ბინებით კი პირველ რიგში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილების და დაღუპულების ოჯახები დაკმაყოფილდებიან.
“საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ერთ-ერთი ვალდებულებათაგანია, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს. წინა ხელისუფლებას ერთი და იგივე ბინა, რამდენადაც მე ვიცი, ერთი და იგივე ადამიანებისთვის რამდენჯერმე ჰქონდა გადაცემული და სამწუხაროდ, ის ბინაც და სხვა ბინებიც დასრულებული არ არის. ასეთი ბინების საკუთრებაში გადაცემას იურიდიულადაც კი ექმნება პრობლემა. ამ დროისთვის ჩვენმა საბინაო კომისიამ მუშაობა დაასრულა, ახლიდან გაუკეთა ჩვენს საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს ინვენტარიზაცია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ როგორც კი წამოვა დაფინანსების ახალი ტრანში, დავიწყებთ აეროპორტის ტრასაზე მდებარე ბინების დასრულებას. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს, რომ მოვიცვათ პრაქტიკულად ყველა კატეგორია _ 2008 წლის ომში დაღუპულები და დაჭრილები, ავღანეთის ომში დაღუპულები და დაჭრილები . ასევე დავიწყებთ აღებული საკონტრაქტო ვალდებულების შესრულებას,” _ გვითხრა ალასანიამ.
თავდაცვის მინისტრმა “გურია ნიუსის” კიდევ ერთ შეკითხვას უპასუხა, რომელიც ბორჯომსა და წყალტუბოში სამინისტროს კუთვნილი სანატორიუმების გასხვისებას ეხება:
“ბორჯომის სანატორიუმი, რომელიც ადრე თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა, გასხვისებულია, ისევე როგორც წყალტუბოს სანატორიუმი. თავდაცვის სამინისტრომ მოლაპარაკება დაიწყო ტურიზმის დეპარტამენტთან, რომ ყველა სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურაზე, რომელიც ადრე უწყებას ეკუთვნოდა, გავაფორმოთ ხელშეკრულება, რაც სამხედრო მოსამსახურის ოჯახის შეღავათიან ფასად დასვენებას გულისხმობს,” _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ