იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავტოსადგომის დროებით დახურვის მიზეზს, მომხმარებელთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს.
“ავტოსადგომის ფუნქციონირება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, ახლო მომავალში აღდგება. პარკინგის დროებით დახურვის გადაწყვეტილება კი, მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იქნა მიღებული. იუსტიციის სახლი მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის,” _ აცხადებს იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანი გიგინეიშვილი.
“იუსტიციის სახლი” სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, სადაც იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს 300-ზე მეტი სახის მომსახურება. მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევის ლოდინის საშუალო დრო ორმოცდახუთი წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 12 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხისა და მესტიის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 20 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებს. 2012 წელს, იუსტიციისსახლი სახელმწიფოსერვისებისგაუმჯობესებისათვისდაწესებულნომინაციაში, მსოფლიოსერთ-ერთიყველაზეპრესტიჟულიჯილდოს მფლობელი, გაერთიანებულიერებისორგანიზაციისგამარჯვებულიგახდა.