სოფელ შრომაში თოვლში ჩარჩენილი ადამიანი,” დაჩი დაჩი” ფეისბუქზე ვიდეოს ავრცელებს და დახმარებას ითხოვს. როგორც ის ამბობს სოფელ შრომაში მანქანით გადაადგილდებოდა ოჯახის წევრებთან ერთად და თოვლში ჩარჩნენ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ ქეთი ვასაძესგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო ნანახი აქვს და ამ ადამიანების დასახმარებლად ტექნიკა წავიდა და ასევე, წავიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე .
გურია ნიუსი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა, რომლისგანაც, ჯერჯერობით, პასუხი არ მიგვიღია. ასევე, დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ შრომაში, მაგრამ მან არ უპასუხა ჩვენს ზარებს.