“უცვლელია სოფელ კოხნარში მდგომარეობა, მხოლოდ სოფლის ცენტრამდეა მაღალი გამავლობის მანქანით გადაადგილება შესაძლებელი, არადა, მოსახლეობა სწორედ ცენტრის შემდეგ იწყება.
საუბნო გზები პარალიზებულია, ვერ ხერხდება ადამიანებთან კომუნიკაცია. არ მოგვეწოდება შუქი, მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს წყალი, პური, მედიკამენტები. მოკლედ, საკმაოდ რთული მდგომარეობა.
მერის წარმომადგენელი იქნება სოფელში თუ ხელისუფლების რომელიმე სხვა წევრი, ვისთანაც გვაქვს კომუნიკაცია, ყველა ერთნაირად იძახის, -„რა, პირველად ნახეთ თოვლი, აქამდე არ მოსულა? იწმინდება ინტენსიურად“.
ვფიქრობ, ამათმა საერთოდ სიტყვა „ინტენსიურის“ მნიშვნელობა არ იციან, თორე სად არის გაწმენდილი?!
კი, სულ არაობას ჯობია კოხნარის ცენტრამდე გაწმენდა, მაგრამ თუ იქამდე ვერ გადაადგილდნენ ეს ადამიანები, სასწრაფო დახმარების მანქანამ, რაც უკვე ბევრს ჭირდება სოფელში, მისვლა ვერ მოახერხა მოსახლეობამდე, მაშინ რა აზრი აქვს ამ ყველაფერს?” _ ამბობს გურია ნიუსთან საუბრისას კოხნარის მკვიდრი, ჩოხატაურის საკრებულოს წევრი, კოალიცია “ცვლილებებისთვის” წარმომადგენელი ბაჩო ახალაძე.
ავტორი