მოძრაობის წევრების თქმით, ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას მოდუნების საშუალებას და აცხადებენ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაში არ შედიან, თუმცა, ამ შემთხვევაში ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით მათი და “ნაციონალური მოძრაობის” მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა.
საზოგადოებრივი მოძრაობა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში შეხვდა მხარდამჭერებს და აქვე გახდა ცნობილი, რომ მოძრაობის წევრები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.
“გვინდა დავამტკიცოთ, რომ მთავრობის ოპოზიცია შეიძლება ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოება იყოს. 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე, ჩვენ ხელისუფლებას, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებას მოვთხოვთ და გავაპროტესტებთ იმას, რომ ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ, ხელისუფლებამ დაპირებები არ შეასრულა,” _ აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ჩანტლაძე.
ზუგდიდში დაგეგმილ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე და ასევე 19 აპრილის აქციაზე იქნება საუბარი. საინიციატივო ჯგუფის წევრები სხვა არასამთავრობოებს და სამოქალაქო სექტორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ.
შეხვედრების დევიზია “ჩვენ აუცილებლად მივალთ 19 აპრილის აქციაზე”.