თუ ეს ფაქტი დამტკიცდება, აღნიშნული ფეხბურთელები ორ-ორი მატჩიან დისკვალიფიკაციას მიიღებენ.
საქმე იმაშია, რომ ალონსომ და რამოსმა, რომლებსაც უკვე ჰქონდათ მიღებული თითო ყვითელი ბარათი, მეორე გაფრთხილება მიიღეს თურქულ “გალათასარაისთან” ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრის დროს (შეგახსენებთ, რომ მატჩი “რეალმა” მოიგო 3:0). ამის გამო, ისინი გამოტოვებენ განმეორებით შეხვედრა სტამბოლში, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე ნახევარფინალი, რომელში მონაწილეობა ესპანელებს უკვე გარანტირებული აქვთ.
“რეალი” მსგავს სიტუაციაში ერთხელ უკვე აღმოჩნდა 2010 წელს _ ჰოლანდიის “აიაქსთან” (4:0) ყვითელი ბარათების გამიზნულად მიღებისთვის იგივე ალონსო და რამოსი დაჯარიმდნენ, ხოლო მადრიდელთა მწვრთნელ ჯოზე მაურინიოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიეცა.