პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ”ქართული ოცნების” უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებებს მხარი არ დაუჭირა.
თავდაპირველად კენჭისყრაზე პრეზიდენტის პროექტი დადგა, რომელსაც 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 86 წევრმა მისცა.
ამის შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო. უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს 93 ხმით დაუჭირა მხარი, 21 დეპუტატი წინააღმდეგ წავიდა.
პარლამენტის ამ გადაწყვეტილებით სსიპ-ი – ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ჩამოყალიბდება. ფარულ მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლებამოსილება სწორედ აღნიშნულ სააგენტოს ექნება.