ჩოხატაურის კულტურის ცენტრთან არსებული ბიჭუნათა მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,კრიმანჭული” საქართველოს ბავშვთა ახალგაზრდულ საგუნდო კოლექტივების მეექვსე ეროვნულ კონკურსში მონაწილეობდა.
გუნდმა დააგროვა 93 ქულა და მოიპოვა პირველი ადგილი ორ ნომინაციაში: ხალხურ სიმღერასა და გალობაში. ასევე, გალობაში გახდა ბრინჯაოს მედლის მფლობელი.
ვულოცავთ ჩვენს უნიჭიერეს ბავშვებს და მის ხელმძღვანელს ლალი კორიფაძეს ამ დიდ გამარჯვებას.
კონკურსის გალა კონცერტი და დაჯილდოება 14 ნოემბერს გაიმართება.