რისთვისაც 201 მილიონი ლარი დაიხარჯება.
სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გურიაში 40 პროექტი დაფინანსდება და ამისთვის 12 466 000 ლარია გამოყოფილი: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის _ 7 369 000 ლარი, ხიდის მშენებლობისთვის _ 3 000 000, წყლის რეაბილიტაციისთვის (მათ შორის, კანალიზაცია) – 1 326 000 ლარი, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის _ 122 500 ლარი, სხვა (სპეცტექნიკა, შენობები, პარკები, სანიაღვრე არხები, ხევების გაწმენდა, საყრდენი კედელი, ლიფტები) _ 648 500 ლარი). საქართველოს მთავრობამ რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნაწილი 4 აპრილს დაამტკიცა.
სწორედ რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან მოხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენა, რომლისთვის 3 000 000 ლარია განსაზღვრული.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით 271 სხვადასხვა გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია გახორციელდება, 217 სოფელში მოგვარდება წყლის მიწოდების პრობლემა; აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 45 ხიდს; საქართველოს მასშტაბით ნაპირდაცვის სამუშაოები გახორციელდება 52 ობიექტზე; სხვა სამუშაოები (სპეცტექნიკის შეძენა, შენობების რეაბილიტაცია, პარკებისა და სკვერების მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხევების გაწმენდა, საყრდენი კედლების რეაბილიტაცია, ლიფტების მონტაჟი/რეაბილიტაცია) ჩატარდება 65 ობიექტზე.