ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული მანქანების დოკუმენტაცია ‘გურია ნიუსს” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონულმა კოორდინატორმა, მალხაზ ჭკადუამ მიაწოდა.
“ტოიოტა ქემრი” 44500 ლარად; “ტოიოტა ლენდ კრუიზერი” 124400 ლარად; “ტოიოტა ლენდ კრუიზერი ” დიზელზე 69 410 ლარად. თანაც 2 ცალი. ასევე ორი ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსია” შეძენილი. თითეულის ღირებულება კი 48267 ლარია.
2011 წელს ზუგდიდის გამგეობამ ავტომანქანა “ტოიოტა ლენდ კრუიზერი” 77100 ლარად შეიძინა, ხოლო ავტომანქანა “ჰიუნდაი IX35” 43800 ლარად.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბალანსზე სულ 11 ავტომანქანა ჰყავს და არცერთი მათგანის ღირებულება 10000 ლარზე ნაკლები არ არის.