საქმე ის არის რომ, 2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის “წყალი მარგებლის” აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება “მარნეულის სასურსათო ქარხნისა” და „მარნეული აგროს“ ისტორიაც. აღნიშნული კომპანიების გაერთიანება 2009 წლიდან უკვე “მარგებელი ჰოლდინგში” მოხდა. აღსანიშნავია, რომ ევრობანკის (EBRD) ამ პროექტის შეღავათიანი დაფინანსება 18 მილიონი დოლარის ოდენობით სწორედ “ნაბეღლავის” გარანტიით განხორციელდა, რადგან დამოუკიდებლად ამ სფეროსთვის ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო სხვა სახის ფინანსური რესურსი. 2007 წლიდან დღემდე “წყალი მარგებელიდან” 43 მილიონი ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, რათა ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული, სრული ციკლის სასოფლო სამეურნეო წარმოების სისტემის შექმნილიყო.
“მარნეულის სასურსათო ქარხნისა” და “მარნეული აგროს” ხუთწლიანმა საქმიანობამ კომპანიის მესვეურებსა და “ნაბეღლავის” აქციონერები დაარწმუნა, რომ სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებას და უწყვეტ ინვესტიციას. განვითარებული ქვეყნების ინოვაციური მიდგომის გათვალისწინების გარეშე, ის პოტენციალიც განადგურდება, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში”, ჩვენთან საუბარში აცხადებენ “მარგებელი ჰოლდინგის” წარმომადგენლები.
“მარნეულის” ბრენდის წარმატება
“ნაბეღლავის” მრავალწლიანმა ინვესტიციამ და ფინანსურმა მხარდაჭერამ განაპირობა “მარნეულისა” და M ნიშნით გამოშვებული პროდუქციის აღიარება მომხმარებლის მხრიდან. უგემრიელესი მჟავეული, ტკბილეული, საწებლები და ტომატისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქცია გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ის მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულისგან მზადდება და მისი ძირითადი მომწოდებელი „მარნეული აგროა“, სადაც ყოველწლიურად ხდება ახალი ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. აღსანიშნავია, რომ 100%-ით ქართულმა პროდუქტმა უკვე მნიშვნელოვნად ჩაანაცვლა იმპორტი და ვინაიდან მომავალში იგეგმება წარმოების ზრდა, შესაბამისად ეს მაჩვენებლი კიდევ უფრო აიწევს. 2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა კომპანიას მომავალში ბევრი სიახლე შესთავაზოს მომხმარებელს.
2013 წლის დასაწყისში განხორციელდა “მარნეულის სასურსათო ქარხნის” პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. ახლო მომავალში ექსპორტების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.
“ნაბეღლავის” სოციალური პასუხისმგებლობა
შექმნის დღიდან, ჯერ “წყალი მარგებელი” და ახლა უკვე “მარგებელი ჰოლდინგი” გამოირჩევა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობითა და საქველმოქმედო საქმიანობით, რისი განხორციელებაც, დღემდე, ყოველთვის ზედმეტი კომუნიკაციისა და აფიშირების გარეშე ხდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ადგილობრივების დასაქმებაა – დღეისათვის ნაბეღლავისა, მარნეულის ქარხნებში და გაყიდვების სამსახურში 965 ადამიანი არის დასაქმებული.
ქველმოქმედების კუთხით, „მარგებელი ჰოლდინგი“ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური თუ სხვა სახის საჭიროებების უზრუნველყოფას. მოგეხსენებათ, გარდაბნისა და მარნეულის რეგიონებში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური უმცირესობებია. კომპანიის მიერდაგეგმილი საქველმოქმედო პროექტები ითვალისწინებს ეტნიკური უმცირესობების ქართველ საზოგადოებასთან მაქსიმალურ ინტეგრაციას.
წარმატების ფორმულა
იმისათვის რომ “მარნეულის სასურსათო ქარხანამ” წარმატებით გააგრძელოს საქმიანობა, საჭიროა „ნაბეღლავის“ მიერ განხორციელებული უწყვეტი ინვესტიცია, ზრუნვა თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, წლების გამოცდილება, მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან, თავდაუზოგავი შრომა და ქართველი მომხმარებლის კეთილგანწყობა.
(R)