_ უკვე შევეჩვიე, რომ დღითიდღე თვალს ვადევნებთ ოლიგარქის კომპანიის შერწყმას სახელმწიფო “საქართველოსთან”. უკვე ვიხილეთ ივანიშვილის დაცვის სამსახურის შინაგან საქმეთა სამინისტროდ გარდაქმნა, ასევე ივანიშვილის ადვოკატების გარდაქმნა საქართველოს პროკურატურად. მომავალში ვიხილავთ: ქართუ ბანკის გარდაქმნას ეროვნულ ბანკად, ივანიშვილის კომპანიების მენეჯმენტ სერვისისა და ელიტა ბურჯის გარდაქმნას ინფრასტრუქტურის სამინისტროდ და ა.შ…. ეს ყველაფერი მალე მოხდება, მაგრამ რიტორიკულად ვიკითხავ: როდის გახდება ივანიშვილის 7 მილიარდი საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი? ან მისი მილიონებიანი სამხატვრო კოლექცია საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კუთვნილება?! ისიც მაინტერესებს, როდიდან შეეძლებათ ქართველ ბავშვებს ზოოპარკში ივანიშვილის ფარშევანგებისა და პინგვინების ნახვა? ის არ მაინტერესებს, ბერას როდის მიენიჭება “ხელოვნების დამსახურებული არტისტის” წოდება კულტურის მინისტრის მიერ!, _ წერს თაქთაქიშვილი.