ბატონ ბეხლერსა და მის თანმხლებ პირებს საწარმოთა საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა და მეგზურობა გაუწია “მარგებელი ჰოლდინგის“ ხელმძღვანელმა მიხეილ სვიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ “მარგებელი ჰოლდინგი” 1997 წელს დაფუძნდა ქართველი და შვეიცარელი პარტნიორების მიერ. ჰოლდინგში გაერთიანებულია ნაბეღლავის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია “წყალი მარგებელი”, “მარნეულის სასურსათო ქარხანა”, სადისტრიბუციო კომპანია “ენგადი”, ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური საწარმო სოფლის მეურნეობის სფეროში “მარნეული აგრო” და აღნიშნული თელეთის “ფერმა მარგებელი”.
2007 წელს “მარგებელი ჰოლდინგი” შეღავათიანი პირობებით დააფინანსა შვეიცარიის სახელმწიფო ეკონომიკური დეპარტამენტის (SECO)-ს Start-up ფონდმა ნახევარი მილიონი შვეიცარული ფრანკით.
(R)