(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებისგან განსხვავებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალი დიდი არ არის: _ ძირითადად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები _ დაბა ლაითურში მრავალბინიანი საცხოვრებლის სახურავი; სახურავი აძვრა სოფელ გურიანთის გამგეობის შენობას, სოფელ ბოხვაურში მცხოვრები ერთი ოჯახის სახლს, ზვანის უბანში კოსტავას ქუჩის ბოლოს მდებარე ბინას შიფერი აძვრა. ჯამში, ზარალი დიდ თანხას არ უკავშირდება და მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით შეძლებს ხსენებული ზარალის ანაზღაურებას, _ გვითხრა გოგოტიშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved