აღნიშნული პიროვნება სსსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება ან გამოყენება) 2009 წლიდან იძებნებოდა. ბაღდათის რაიონული სასამართლოს 2010 წლის განაჩენით, სსსკ-ს 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით (მითვისება ან გაფლანგვა) წილოსანს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
2008 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით გუმბერიძეს და შპს “მაგი”-ს დირექტორ გრიგოლ წილოსანს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქ. ბაღდათის №2 საჯარო სკოლის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების შესრულებაზე, რომლის ღირებულება შეადგენდა 90 800 ლარს.
გრიგოლ წილოსანმა თანხის მითვისების მიზნით შეასრულა მხოლოდ 49 020 ლარის სამუშაოები, ხოლო დანარჩენი თანხა – 41 780 ლარი მიითვისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ობიექტზე სამუშაოთა წარმოება არ დაასრულა, რითაც სახელმწიფოს მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.
ამჟამად გრიგოლ წილოსანი საფრანგეთში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და მის მიმართ მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები.