“საქართველოს ვარსკვლავის” ქასთინგზე მიშა მშვილდაძემ ძალიან ცუდად “იხუმრა” ბერაზე! ერთ-ერთ კონკურსანტს, რომელიც რეპს “მღეროდა” უთხრა: “შენ არც რითმი გაქვს, არც ლექსის წერის ნიჭი, არც სმენა და არც 6 მილიარდიო”… შემდეგ გამოვიდა გოგონა- ნინა სუბლატი, რომელიც ბერას სტუდიის ბავშვი იყო.
ალბათ, გახსოვთ შარშანწინ Georgian Dream Studio-მ ქასთინგის შედეგად 18 ნიჭიერი ბავშვი რომ შეარჩია. მოკლედ, ამ გოგონათი ჟიურის სამივე წევრი აღფრთოვანდა. შოკირებულმა მიშა მშვილდაძემ კი, რომელიც ემოციებს ვერ მალავდა უთხრა: ხარისხს ვგრძნობ თქვენს სიმღერაშიო. ეს სწორედ იმ “6 მილიარდიანი” ბიჭის ხარისხია, ბატონო მიშა! ნიჭიერებას ფულამდე ნუ დაიყვანთ! ნიჭი ან გაქვს ან არ გაქვს! მას ვერანაირი მილიარდებით ვერ იყიდი! _ წერს უტა ივანიშვილი.