გამოფენის ფარგლებში იგეგმება სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამის “ჩემი შექმნილი წიგნის” პრეზენტაცია.
ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“12 აპრილს, 14:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში გაიმართება გამოფენა სახელწოდებით “ჩემი დედაენა”.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პირველნაბეჭდი “დედაენები”: აფხაზური “დედაენა” და “დედაენა” საქართველოს ოსმალო მოზარდებისთვის (შექმნილი სოლომონ ასლანიშვილი – ბავრელის მიერ). აქვე გამოიფინება “დედაენის” სტამბური კლიშეები (1920 წლის გამოცემისთვის).
ღონისძიება ემსახურება ქართული ანბანის სწავლების უწყვეტი ხაზის ჩვენებას, ანბანის სწავლების კულტურული ტრადიციის გაცნობასა და იაკობ გოგებაშვილის მრავალმხრივი ღვაწლის წარმოჩენას.
გამოფენის ფარგლებში იგეგმება სასწავლო-შემეცნებითი კომპიუტერული პროგრამის “ჩემი შექმნილი წიგნის” პრეზენტაცია. პროგრამა მომზადებულია იაკობ გოგებაშვილის ,,დედაენაში” შესული ცნობილი საბავშვო ზღაპრის ,,რწყილი და ჭიანჭველას” მიხედვით. 10-15 ბავშვიანი ჯგუფებისათვის გათვალისწინებულია ,,ვორკშოპი”, რომლის ფარგლებშიც მოზარდები კომპიუტერში ინდივიდუალურად გააფერადებენ წიგნის თითოეულ გვერდს, გაანაწილებენ ტექსტს, ილუსტრაციას, შესაბამისად დაასათაურებენ თითოეულ ეპიზოდს და შექმნიან ვირტუალურ წიგნს. გამოფენის შემდეგ ბავშვები საკუთარი ხელით შექმნილ წიგნებს მიიღებენ საჩუქრად”.