გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 11 აპრილს, ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა 1965 წელს დაბადებულ დავით წიქარიშვილს. გიორგი ხ–მ მოკლულის ზურგჩანთა, მობილური ტელეფონი და საფულე გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ძიების მსვლელობისას შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს და გიორგი ხ-ს სისხლის სამართლის სხვა მუხლებითაც წარედგინოს ბრალდება.