34 წლის ირაკლი სირაძე ოზურგეთელია. როგორც თავად “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ მისი დანიშვნის საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.
_ დამთავრებული მაქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. ამის შემდეგ სწავლა გავაგრძელე, ეკონომიკური განხრით, საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკურ ინსტიტუტში. ორი წელი ვმუშაობდი თბილისში, კერძო კომპანიაში. ამის შემდეგ წამოვედი ოზურგეთში, სადაც დავინიშნე ოზურგეთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ეკონომისტად, სადაც ვიმუშავე 6 წელი, შემდეგ კი _ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ შპს „მედალფა“ – ში. მოგვიანებით, მუშაობა გავაგრძელე სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის რაიონული განყოფილების მთავარ სპეციალისტად.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, კოტე შარაშენიძე “გურია ნიუსთან” აღნიშნავს, რომ ირაკლი სირაძე არის კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი ადამიანი. აქედან გამომდინარე, მისი მუშაობა ნამდვილად დაეტყობა ოზურგეთს.