სადაც გაირკვა, რომ 35 000 ათასი ლარი არის გამოყოფილი.
მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად საბავშვო ბაღის რემონტი დაასახელა.
მათივე თქმით, აუცილებელია ასევე გოგორეთის უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გოგორეთის უბანში შიდა გზის სარემონტო სამუშაოს დაწყება და ეკლესიის შემოღობვა.
მერიის თემის სოფელ ნაღობილევში გადაწყდა, რომ სოფლისთვის გამოყოფილი 20835 ლარი მოხმარდეს საყანე ფართობებში მისასვლელ და სოფლის შიდა გზების მოწესრიგებას; სოფელში ჭაბურღილის მოწყობას; სასაფლაოს ღობის მოწესრიგებას; საბავშვო ბაღის ინვენტარის შეძენას.
რაც შეეხება სოფელ ჭახვათას, რომელიც მერიის თემში შედის მოსახლეობის თქმით, მათ გამოყოფილი თანხით სურთ: სოფლის საყანე ფართობებში წყლის საწრეტი არხების ამოწმენდა; სოფელში არსებული ჭაბურღილის გაწმენდა და საგზაო ნიშნის დადგმა.