„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით მჟავანაძის თქმით, ეს დაკავებები რაც ახლა მიმდინარეობს ქვეყანაში ყველაფერი კეთდება ხალხის დასაშინებლად.
„რეალურად ეს რაც ხდება განსაკუთრებით ბოლო დღეებში ემსახურება ხალხის ტერორს და დაშინებას. სახლებში უვარდებიან ადამიანებს, მიდის ამ ყველაფრის ვიდეო გადაღება და შემდეგ ტელევიზიით გადაცემა ამ ყველაფრის. ამით ხდება ადამიანების დაშინება. ეს ადამიანები რომლებიც დააკავებულები არიან, ისინი არ არიან აგრესიულები და ისინი არიან ამ ქვეყნის პატრიოტები. პირდაპირ ვიტყვი ეს ადამიანები არიან პირადად ბიძინა ივანიშვილის ტყვეები. ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ მოწყობილი ტერორი რაც ახლა მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში.“ – გვითხრა დავით მჟავანაძემ.

































































