_ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა, ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის თაოსნობით, კარიკატურული საპროტესტო ბანერი გამოფინეს და ყოფილ თანაგუნდელებს, რომლებმაც პარტია დატოვეს, “ვირთხები” უწოდეს.
“როცა ხედავ, გემი იძირება და ამ გემს ტოვებ, ვირთხა ხარ!” _ თქვა “გურია ნიუსთან” საუბრისას ჭანჭალეიშვილმა.
“ღმერთი არავის გაუწყრეს და არც იფიქროს, რომ ჩვენს დაწყებულ პროექტებს შეაჩერებს. ყველა მეოცნებეს მოვუწოდებ, დაწყნარდით _ გოჩა თევდორაძე თუ იყო თქვენი “ოცნება”, აგიხდათ!” _ თქვა საკრებულოს წევრმა გიორგი უკლებამ.
შეგახსენებთ, რომ გოჩა თევდორაძე ქუთაისის საკრებულოში ნაცმოძრაობას წარმოადგენდა და პარტია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
“ჩემო ახალგაზრდებო, თემები, რაღაც, დაგაგვიანდათ. ჩემი მოწოდება იყო, რომ ნაციონალური ბალანსი შეცვლილიყო. ახალგაზრდებს გეტყვით, რომ ახალი ამერიკის აღმოჩენას ნუ მოინდომებთ _ ამ პლაკატებს მე არ მივიღებ. თქვენს თავებში ჩაიხედეთ!” _ ასე მიმართა ნაციონალებს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მღვდელაძემ.