ორი გურული დანიძლავდა, მოდი, ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, სახინკლე იმან იკისროსო.
მეორე დღეს გაზეთში ინფორმაცია ქვეყნდება: _ დღეს დილით, მდინარე სუფსაში იპოვეს 2 დამხრჩვალი გურული!
გურულის გასვენებაა. ცოლი დამხობილია კუბოზე და ტირის, არ ჩერდება, მოდის ცრემლები ღვარღვარით.
მივიდა მეზობელი და ეუბნება:
_ ქალო, სანამ მაი მიცვალებული არ ამოტივტივდება მაგ კუბოდან, არ გაჩერდები?
მოკვდა გურული და გასვენებაში ოჯახის წევრები ტირიან:
_ მამაი მომიკითხე, ბებიე მომიკითხე, სანდრო არ დაგავიწყდეეეს!
_ აი, ბიძია, მკვდარია თუ ფოსტალიონი? _ კითხულობს სამძიმარზე მოსული ნაცნობი.
_ გურულო, ცოლი როგორ გყავს?
_ ქეა მიზდა!
გურულს ეკითხებიან:
_ ინგლისური იცი?
_ რავა არ მეცოდინება, ძამა?
გურიაში, მეზობლების საზღვარზე იდგა ვაშლის ხე. ერთ-ერთ მეზობელს ჰყოლია პატარა ბიჭი, რომელიც არც აცდიდა ხოლმე ვაშლს დამწიფებას, ადიოდა და ჭამდა. თან ძალიან ცუდად მღეროდა ბოლო ხმით.
შეწუხდა მეორე მეზობელი და იმ ბიჭის მამას ეუბნება:
_ მოჭერი მაი ხეი.
_ რეიზა?
_ გაგიაბდლებს ბაღანას, ძამა!
გურული და სვანი ეჯიბრებიან, თავით ვინ უფრო მეტ ლურსმანს ჩააჭედებს. გურული ჩააჭედებს 7 ლურსმანს, სვანი კი _ 5-ს. ჟიურიმ მაინც სვანი გამოავლინა გამარჯვებულად.
გურული გაბრაზდა, მივიდა ჟიურისთან და ეუბნება:
_ რეიზა გაიმარჯვა, ძამა, სვანმა? მე უფრო მეტი ჩავაჭედე.
_ გაჩერდი ერთი, თუ კაცი ხარ, მაგან უკუღმა დააჭედა!
გურული ტყუპები საუბრობენ დაბადებამდე 1 წუთით ადრე:
_ ნეტაი, სად მივდივართ და იმ ქვეყანაში რა გველოდება?
_ აბა, რა ვიცი, იქედან ჯერ არავინ მობრუნებულა.