მაქსიმე ს. 2011 წლიდან სამტრედიის რაიონული პოლიციის მიერ 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან გერმანიაში 30-მდე ავტომანქანის „ვინ-კოდები” გააყალბა და თანამზრახველების დახმარებით საქართველოში ჩამოიყვანა.
ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ მას იმავე წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ დროისთვის დაკავებული ქუთაისის მე-2 საპყრობილეშია გადაყვანილი.