https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მოკლულის ახლობლები: “ჩხაპელიას ლიკვიდაცია პავლიაშვილს “აწყობს”

15:04; 14.04.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

სამაგიეროდ, რუსულ გამოცემებში თითქმის ყოველდღიურად იბეჭდება ვრცელი ინტერვიუები, რომლებშიც მომღერალი თავისი უდანაშაულობას ამტკიცებს.

“გურია ნიუსს” მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ახლობლები დაუკავშირდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ “იძულებული გახდნენ, სოსო პავლიაშვილს რუსული მედიით გავრცელებულ სიცრუეზე უპასუხონ.”

ადუაშვილის ახლობლები ანონიმურად დარჩენას გვთხოვენ, თუმცა, ამბობენ, რომ “დრო მოვა და ყველაფერს საჯაროდ იტყვიან”:

_ სოსო და ავთო ნახალოვკაში ერთ ეზოში გაიზარდნენ. ავთოს ოჯახი ფინანსურად ძლიერი იყო და პავლიაშვილებს მუდმივად ეხმარებოდა. სოსო ვიოლინოზე დადიოდა. ხომ წარმოგიდგენიათ “ნახალოვკაში” იმ ბიჭის ცხოვრება, რომელიც “სკრიპკაზე” დადის, მაგრამ, ავთოს ხათრით, მას ზედმეტს ვერავინ უბედავდა. სოსო რომ ჯარში წავიდა, ავთომ მას ტალინში ჩააკითხა, ვიოლინო ჩაუტანა და მუსიკალურ გუნდში ჩაარიცხინა. ავთოს არ უნდოდა, რომ სხვა სამხედროებივით სოსოსაც სანგრები ეთხარა. სოსოს და მისი გულშემატკივრების იურმალაში გამგზავრებაც ადუაშვილებმა დააფინანსეს _ ნიჭიერი ბიჭია და გვერდში დგომა სჭირდებაო. მერე სოსო მოსკოვში წავიდა და წარმატებას მიაღწია.

_ სოსოს მოსკოვში წასვლის შემდეგ როგორ გაგრძელდა მათი ურთიერთობა?

_ წარმატება უცებ არ მოსულა. სოსოს მოსკოვში ჩასვლისთანავე შეექმნა პრობლემები. ქართველმა ძმებმა (გვარს არ დავასახელებ) ფირმა “ჯოკერი” დააარსეს, რომელსაც რეალურად თვითონ მართავდნენ, მაგრამ სოსოს სახელს იყენებდნენ. ამ ძმებმა უამრავი ადამიანი “გადააგდეს” და გაიქცნენ. პასუხის გაცემა სოსოს უწევდა და ბოლოს მასაც მოსკოვიდან გასაქცევად გაუხდა საქმე. ავთო სასწრაფოდ ჩაფრინდა მოსკოვში და გავლენიანი მეგობრების დახმარებით, სოსოს ყველა პრობლემა მოუგვარა. იმ დროს მოსკოვში ფეხის მოკიდება ადვილი არ იყო, იმის მიუხედავად, რომ სოსო მართლაც ძალიან ნიჭერი მუსიკოსი იყო. ავთო ყველაფერს აკეთებდა სოსოს წარმატებისთვის. მაგალითად, იმ დროს ძალიან პოპულარულ მომღერალ ვლადიმერ პრესნიაკოვს ავთომ სწორედ სოსოს გამო ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმრო “ოლიმპიკ პენტაში” გადაუხადა დაბადების დღე. სოსო რომ 30 წლის გახდა, ავთომ 100-კაციანი იუბილე “ზალატოე რუნოში” გადაუხადა, რომელიც ყველაზე ძვირადღირებული რესტორანი იყო და სოსო იქ ყავის დასალევადაც ვერ შევიდოდა.

ხმის პირველი ჩამწერი სტუდიაც სოსოს ავთომ აჩუქა _ მსგავს სტუდიას, მაშინ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერ იპოვიდით. მოსკოვში სოსო ჯერ ავთოს მეგობრის ბინაში ცხოვრობდა, მერე კი ავთომ ქალაქის ცენტრში სამოთახიანი ბინა იყიდა და სოსოს დაუთმო. ავთო მუდმივად აწუხებდა რუსეთში მცხოვრებ მეგობრებს, რომ სოსოს დახმარებოდნენ, ნიჭიერი ქართველი არ დაგვეჩაგროსო. მაშინ სოსო პავლიაშვილს კონცერტში 200-300 დოლარს უხდიდნენ, ასეთი ანაზღაურებით კი, მოსკოვში თავს ვერ გაიტანდა. ავთოს დახმარების გარეშე, სოსო პავლიაშვილი დღეს, მინიმუმ, სტეფანე, მაქსიმუმ _ თათარაშვილი იქნებოდა.

რამდენიმე წელი ავთო მოსკოვში ცხოვრობდა, 90-იანი წლების ბოლოს კი თბილისში დაბრუნდა და საკუთარი ბიზნესი დაიწყო. პარალელურად, მას და სოსოს საქართველოს გარეთ საერთო ბიზნესი ჰქონდათ.

_ ავთო ადუაშვილი სოსოს სიძეს _ ვახტანგ ჩხაპელიას იცნობდა?

_ როგორ არ იცნობდა. ჩხაპელია რომ შიმშილით არ მომკვდარიყო, ავთომ დაასაქმა თავის ფირმაში. სოსოს მაშინ არაფერი ჰქონდა და დის ოჯახს ვერ ეხმარებოდა. ჩხაპელიამ რომ თბილისში ბინა იყიდა, ფული დააკლდა, სოსომ არ დაუმატა და დაბოღმილი დადიოდა. ავთომ დააწყნარა, ეტყობა, არა აქვს და სოსოზე გული ნუ დაგწყდება, მე დაგიმატებო. ასეთი ადამიანი იყო ავთო და ამიტომაცაა, რომ მთელ თბილისში სოსო პავლიაშვილმა საკუთარი სიძის გარდა ვერავინ მონახა, ვისაც მის მოკვლაზე დაითანხმებდა.

_ ჯერ სასამართლო არ დასრულებულა და ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა… ჩხაპელიას ჩვენების მიხედვით, ადუაშვილის დასჯის იდეა მისგან მოდიოდა.

_ ვინც სოსოს და მისი სიძის ურთიერთობას ახლოს იცნობს, მიხვდება, რომ ჩხაპელიასგან ასეთი ინიციატივა წარმოუდგენელია. ის ამის თქმასაც ვერ გაუბედავდა სოსოს, რადგან, ეს უკანასკნელი, სიძეს ყოველთვის “შნირად” თვლიდა.

_ ავთო ადუაშვილის მკვლელებმა ბევრი შეცდომა დაუშვეს…

_ გეთანხმებით _ მკვლელობა ნაჩქარევად გახორციელდა. 24 ნოემბერს ავთო და სოსო ერევანში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. როგორც ჩანს, სოსოს არ უნდოდა, რომ ავთო იქ ჩასულიყო. ამიტომაც გადაწყდა კაცის მოკვლა გიორგობა დღეს. მკვლელები ავთოს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის ვაკეში, ერთ-ერთი კაფედან გამოვიდა და მანქანაში ჯდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, გელა უბილავამ ელიავას ბაზრობაზე სპეციალურად იყიდა ხანჯლის ტიპის დანა, რომელიც ავთოს პირველად მანქანაში ჩაჯდომამდე დაარტყეს. მკვლელებმა ის მანქანაში ჩააგდეს და დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაჰყავდათ ქალაქში, ბოლოს კი გვამი ზაზიაშვილის ქუჩაზე დატოვეს. სხვათა შორის, შემთხვევის ადგილზე ჩხაპელიაც მოვიდა და თავს ურტყამდა, თითქოს ძალიან განიცდიდა ავთოს სიკვდილს.

_ რა ვერსიები ჰქონდა ოჯახს _ ეჭვმიტანილთა შორის როდის გაჩნდა პავლიაშვილი?

_ ადამიანს სამი მიზეზით კლავენ: ეს არის ქალი, რაც ავთოს შემთხვევაში გამორიცხული იყო მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. შურისძიება _ ავთოს არ ჰყავდა მტრები და ამაზე არც არასოდეს დაუჩივლია; და ბიზნესი. ამ შემთხვევაში, მკვლელობის მიზეზი მხოლოდ ბიზნესი შეიძლებოდა ყოფილიყო, ავთოს კი ერთადერთი ბიზნეს პარტნიორი ჰყავდა _ სოსო პავლიაშვილი. ეჭვი უფრო გაღრმავდა, როდესაც ერევანში მყოფი სოსო ბავშვობის მეგობრის დაკრძალვაზე არ ჩამოვიდა, არც შვილს მისცა ჩამოსვლის უფლება, რომელიც ავთოს ნათლული იყო. უფრო მეტიც, მას არც კი დაურეკავს და მიუსამძიმრებია ავთოს ოჯახისთვის.

_ ერთ-ერთ ინტერვიუში სოსო პავლიაშვილი ამბობს, რომ ავთო ადუაშვილს მტრები ჰყავდა, რომლებიც მას მოკვლით ემუქრებოდნენ. მან მეგობარს ქვეყნიდან წასვლაც კი შესთავაზა, მაგრამ ავთოს უარი უთქვამს, აზრი არ აქვს, ყველგან მომაგნებენო.

_ ტყუილია, ავთოს მტრები არ ჰყავდა, არც არავინ ემუქრებოდა. ამიტომაცაა, რომ საქართველოში სოსომ საკუთარი სიძის გარდა ვერავინ იპოვა, ვინც ავთოს მოკვლას ითავებდა. რის სანაცვლოდ გააკეთა ვახო ჩხაპელიამ ეს, არ ვიცით, თუმცა, ვერსიები გვაქვს… სავარაუდოდ, სოსომ მას ავთოს წილი და ბიზნეს პარტნიორობა შესთავაზა.

_ პავლიაშვილი ამბობს, რომ ის ავთო ადუაშვილს ფინანსურად ეხმარებოდა, რომ სასტუმრომდე მისასვლელ ბილეთს ყიდულობდა, რომ ავთოს არანაირი ბიზნესი არ ჰქონდა, რადგან მას ელემენტარულად ბილეთის ფულიც კი არ გააჩნდა…

_ უსინდისოდ იტყუება. ავთო ადუაშვილს არასოდეს დასჭირვებია სოსოს დახმარება. პირიქით კი ხშირად ხდებოდა. მათ ჰქონდათ საერთო ბიზნესი და რეგულარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, როგორც ბიზნესპარტნიორები და როგორც მეგობრები. სოსო რომ თბილისში ჩამოდიოდა, ყოველთვის ავთო მასპინძლობდა. ზოგჯერ ერთად დადიოდნენ დასასვენებლად. შარშანაც ერთად დაისვენეს სეიშელებზე. ბოლო პერიოდში სოსო საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებდა, ამიტომ, ავთო მას ხან სომხეთში ხვდებოდა, ხან _ უკრაინაში. სწორედ ამ შეხვედრების დროს აგვარებდნენ ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებს.

_ პავლიაშვილი ამბობს, რომ ის დღემდე ეხმარება მოკლულის ოჯახს, უგზავნის ფულს და გვერდში უდგას მას.

_ სოსო ამ განცხადებებით საკუთარი დანაშაულის დამალვას ცდილობს. ვადასტურებთ, ის ოჯახს ფულს უგზავნის, მაგრამ ეს არის ავთოს ბიზნეს წილი და არა სოსოს ქველმოქმედება. ამ თანხას სოსო მაშინაც გზავნიდა, როცა ავთო ცოცხალი იყო.

_ ამბობენ, რომ ვახო ჩხაპელიაზე ზეწოლა ხორციელდება, რათა მან გამოძიებისას მიცემული ჩვენება შეცვალოს.

_ რა თქმა უნდა, სოსო ამ საქმიდან თავის დაძვრენას ცდილობს. სხვათაშორის, ერთადერთი, ვისაც ჩხაპელიას ციხეში ლიკვიდაცია “აწყობს”, პავლიაშვილია. ჩვენთვის ის უმნიშვნელოვანესი მოწმეა; ამიტომ, არც ვახტანგ ჩხაპელიას და არც სხვა ბრალდებულებს ადუაშვილებისგან არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ჩვენ ველოდებით სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, არ ვახდენთ არავისზე ზეწოლას, არ ვიყენებთ პირად კონტაქტებს, არ ვემუქრებით არავის.

_ რა ბედი ეწევა ავთო ადუაშვილის და სოსო პავლიაშვილის საერთო ბიზნესს?

_ ჭირისუფალს ჯერ ამისთვის არ სცალია. ისე, როგორც ჩვენ ვიცით, ავთო იმდენად ენდობოდა სოსოს, რომ თავის სახელზე არაფერი არ ჰქონდა დარეგისტრირებული.

“გურია ნიუსს” ბიზნესმენის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჩხაპელიას ნათესავებიც დაუკავშირდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ “სოსო პავლიაშვილმა ვახოს ტვინი აურია და მკვლელობის ჩადენაზე დაითანხმა”: “ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც შარშან ზაფხულში, სოსომ ვახო დასასვენებლად თურქეთში დაპატიჟა _ ეს იყო პირველი შემთხვევა. თავის დას, მაკას სოსო ყოველთვის სწყალობდა, ვახოს მიმართ კი ასეთი მზრუნველი არასდროს ყოფილა. ახლა ვხვდებით, რომ, ალბათ, ამ დროს ურევდა ტვინს და ჩასჩიჩინებდა, რომ ადუაშვილი უნდა მოეშორებინათ. დღემდე შოკში ვართ _ რატომ გააკეთა ეს ვახომ? რის სანაცვლოდ? მას ხომ უვადო პატიმრობა გარანტირებული აქვს?”

ჩვენი მცდელობა დავკავშირებოდით სოსო პავლიაშვილს, კვალავ უშედეგო აღმოჩნდა. “გურია ნიუსი” მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში, სურვილის შემთხვევაში, მოუსმინოს სოსო პავლიაშვილს, რომელსაც მოკლული ბიზნესმენის ოჯახი და ნათესავები მკვლელობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჯავახეთის დიასპორა განცხადებას ავრცელებს

"უნდა იქნას შესწავლილი რა ფორმატში მოხდა ბიბლიოთეკების დახურვა"

ყველა სიახლე

საზოგადოება

“მიწის ფენა ჩავარდა და დროებითი ჯებირებიც ჩაყვა”

15:48; 27.02.2026
პოლიტიკა

“ჩვენი ქვეყნის უცხოელი არაკეთილმოსურნეებისთვის ამის აუცილებლობა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში”- კობახიძე

15:25; 27.02.2026
სამართალი

ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა

14:52; 27.02.2026
სამართალი

პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 10 პირი დააკავეს – დახურულია 10 ობიექტი

14:20; 27.02.2026
საზოგადოება

მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში 1 მარტიდან ამოქმედდება _ დეტალები

13:22; 27.02.2026
საზოგადოება

წვიმა, ქარი და თოვა: ამინდი მკვეთრად გაუარესდება

13:14; 27.02.2026
საზოგადოება

ცვლილებაა – უმაღლესებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა და პროგრამების ჩამონათვალი განახლდა

12:51; 27.02.2026
საზოგადოება

როდის დასრულდება ლაშეს უბანში ხიდის მშენებლობა

12:44; 27.02.2026
ფინანსები

რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია”

12:34; 27.02.2026
პოლიტიკა

“მზად ვარ, პირდაპირ ეთერში მოვყვე” – გია ხუხაშვილი

12:33; 27.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “ხინკალიც ჭამეს, ხაჭაპურიც… შეიძლება ქართველ ხალხს უთხრან, ვიზა გინდა თუ თავისუფლებაო?!”

12:28; 27.02.2026
სამართალი

“ერთი საათი _ 120 ლარი” _ შსს ვიდეოკადრებს ავრცელებს

11:52; 27.02.2026
სამართალი

თბილისში კაცმა დედა დაჭრა

11:40; 27.02.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა გზებზე – საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

11:28; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია „იმედი“ საკუთარ ბანკს – „იმედის ბანკს“ ქმნის

11:15; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო