“გავეცანით განცხადებას. აუცილებელია დაზუსტებით ცოდნა, რომ ეს განცხადება ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის. ეს ცოდნა ზუსტი იქნება მაშინ, თუ ის ჩამოვა და ჩვენებას მისცემს სამართალდამცავ ორგანოებს. ბუნებრივია, ამ ჩვენების მიხედვით მოვახდენთ გადამოწმებას დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით. მანამდე არანაირი გამოძიება არ წარიმართება,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.
დათა ახალაია ბრალდებულია პოლიციელ აზარაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით და თუ ის ჩამოვა საქართველოში მას დააპატიმრებენ.