https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“თვითმმართველობის უნიჭო კარიკატურაზე” პრემიერის განცხადების შეფასებები

9:04; 16.04.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების გადაცემას მოჰყვა გარკვეული პროცესების გააქტიურება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე.

საქართველოს უახლეს ისტორიაში დამკვიდრებულმა მმართველობის სტილმა და ფორმებმა, საზოგადოების თვალში, სრულიად წაშალა ზღვარი ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის. საზოგადოება წლების განმავლობაში იყო მომსწრე იმისა, რომელი პოლიტიკური ძალა დომინირებდა ხელისუფლების ყველა დონეზე და დღემდე უჭირს ახალი რეალობის აღქმა, როდესაც სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალა არის გადაწყვეტილების მიმღები. სწორედ ამ დამკვიდრებული პრაქტიკის გამო, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური ძალის ცვლილებამ ადგილობრივ მოსახლეობაში გააჩინა განცდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებშიც გარდაუვალია პოლიტიკური ძალების შეცვლა. ამასთან, საქართველოში დამკვიდრდა სამწუხარო ტრადიცია იმისა, რომ ადგილობრივ დონეებზე პოლიტიკურ კუთვნილებას იცვლიან იმის მიხედვით, თუ ვინ არის მმართველი პოლიტიკური ძალა. სამწუხაროდ, ამ მოვლენებმა მალევე მიიღო ქაოსური ხასიათი და ზოგ შემთხვევაში კანონის ჩარჩოებსაც გასცდა. საქართველოს მთავრობა ერთგულია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციური პრინციპების და, მათ შორის, თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობის.

ადგილობრივ დონეებზე დაფიქსირებული შემთხვევები არასოდეს ყოფილა ახალი მთავრობის მხრიდან მართული. მთავრობას დღემდე ამოძრავებს სურვილი არ ჩაერიოს თვითმმართველობების საქმიანობაში და რაიმე ფორმით არ შელახოს მათი დამოუკიდებლობა. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ მთავრობა აქტიურად მუშაობს კონცეფციაზე, რომელიც რეალური და ეფექტიანი ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირებას და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების რეალურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

ამავე დროს, ჩვენი, როგორც მმართველი პოლიტიკური გუნდის, მოვალეობაა არ დავუშვათ ქაოსი და სათანადო რეაგირება მოვახდინოთ კანონდარღვევის ფაქტებზე. ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან თანამშრომელთა გათავისუფლების ფაქტებმა. მიუღებლად მიმაჩნია სამსახურებიდან დაუსაბუთებელი თუ უკანონო გათავისუფლება. მოვუწოდებ პასუხისმგებელ პირებს, არ დაუშვან კანონის დარღვევით, მათ შორის, პოლიტიკური ნიშნით თანამშრომელთა დათხოვნა. ახალი კადრების მოძიება კი უნდა მოხდეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, სათანადო წესით ჩატარებული კონკურსების მეშვეობით.

აქვე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას მოახდენენ იძულების, ზეწოლის ან დაშინების ნებისმიერ ფაქტზე, თუ ასეთი რამ მოხდება,” _ აღნიშნავს ივანიშვილი განცხადებაში.

ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში პროცესები კანონის თანახმად არ მიდიოდა, ჯერ კიდევ ორი თვის წინ აღნიშნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთავრობას რეაგირებისკენ მოუწოდეს, თუმცა, მას შემდეგ კიდევ რამდენიმე მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც ამბობენ, გურიაში, საკადრო ცვლილებებს პრემიერის ძმა, ადიკო ივანიშვილი წყვეტს. სწორედ მის სახლში წყდება დასანიშნ-გასათავისუფლებელი ადამიანების ბედი. თავად ადიკო ივანიშვილი ჩვენთან საუბრისას ამ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ის პოლიტიკისგან შორს არის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სწორედ მისი პროტექციით დაინიშნა ოზურგეთის საარჩევნო შტაბის უფროსად კოტე შარაშენიძე (ამას ივანიშვილიც არ უარყოფს), რომელიც დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელია და კიდევ რამდენიმე თანამდებობის პირი, მისი სიტყვები, რომ პოლიტიკისგან შორს არის, სარწმუნო არ უნდა იყოს.

ამ სიტუაციაზე აქცენტს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებიც აკეთებენ და აღნიშნავენ, რომ პრემიერის ძმის ქმედება იმ ადამიანებმა უნდა შეისწავლონ, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნეპოტიზმის შემთხვევები არ არსებობს: _ არსებობს ინფორმაცია, რომ სუფსის და ღრმაღელის რწმუნებულები, პირადად ადიკო ივანიშვილმა შეარჩია, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი მოადგილე, კახა ასკურავა, რომელიც თანამდებობიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. ასკურავას თქმით, მისი გათავისუფლების მიზეზი, პოლიტიკური შეხედულებები იყო.

_ ის რაც, 1 ოქტომბრის მერე ადგილობრივ თვითმმართველობებში ხდება, საგანგაშოა და ამ პროცესების წახალისება ხდებოდა ხელისუფლების მხრიდან, რაც სამართლიანობის აღდგენით იხსნებოდა. წინა კვირას, “შერატონში” მივიღე მონაწილეობა შეხვედრაში, სადაც შეიქმნა მოძრაობა. რა დავაშავეთ? თუმცა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ის, რაც ხდება, უკანონოა. თუმცა. რატომ არავინ იცის.

პრემიერის განცხადება იყო აუცილებელი, თუმცა, დაგვიანებული. სანამ პროცესებმა მასობრივი ხასიათი არ მიიღო და განგაში არ ატყდა, მრავალჯერ არ დაირღვა კანონი, ხმა არავინ ამოიღო. ჩემს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ბრძანება, რომელიც ჩემს გათავისუფლების შესახებ დაიწერა, არის უკანონო, რადგან გამგებელს არ აქვს უფლება, გაათავისუფლოს არათუ მოადგილე, არამედ სპეციალისტიც კი, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე, _ ამბობს ასკურავა და დასძენს, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განვითარებული მოვლენები კანონის დარღვევის კლასიკური მაგალითი იყო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიგინეიშვილი ამბობს, რომ უკანონოდ არაფერი მომხდარა. მისივე თქმით, “ლანჩხუთში განსაკუთრებული არაფერი ხდება”.

_ პრემიერის განცხადება, სწორი, სახელმწიფოებრივი და კანონიერი მიდგომაა. ლანჩხუთში განსაკუთრებული არაფერი ხდება. გამგებელმა გადაწყვიტა, რომ მისი სამსახურების უფრო ეფექტური მუშაობისთვის, საჭიროა სტრუქტურული რეორგანიზაცია და ამიტომ მოგვმართა თხოვნით საკრებულოს, მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთი რეორგანიზაციის თაობაზე. მან შემოიტანა რეორგანიზაციის პროექტი. კომისიებმა და ფრაქციებმა შეიტანეს შესწორებები ამ პროექტში და ასე ერთობლივი მუშაობით ხდება რეორგანიზაცია. კანონი ამ ეტაპზე არ დარღვეულა, _ ამბობს გიგინეიშვილი.

_ ბატონო ამირან, შესაძლოა კანონი არ დარღვეულა, თუმცა, თანამდებობაზე თქვენც არჩევნების შემდეგ აგირჩიეს, თანაც საკმაოდ ხმაურით… ყოფილი თავმჯდომარის წასვლაში და თქვენს დანიშვნაში არავინ ჩარეულა?

_ ჩიტიძის წასვლის შესახებ პირადად მას უნდა ჰკითხოთ. რაც შეეხება ჩემს არჩევას, რა თქმა უნდა, ჩაერია და ჩაერია საკრებულო. ისე არავინ ამირჩევდა.

_ მაგრამ, როგორც წესი, საკრებულოს დეპუტატები ყოველთვის ზევიდან მიღებულ ბრძანებებს ასრულებდნენ. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს.

_ მაგალითები არსებობს და არ მიკვირს ამ კითხვის დასმა აქედან გამომდინარე, თუმცა, შემიძლია ზუსტად გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მომხდარა. შეგიძლიათ, თუ ასე გსურთ, ამას გამონაკლისი დაარქვათ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას გიგინეიშვილმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ ჩოხატაურში პოლიტიკური ნიშნით თანამდებობა არავის დაუტოვებია:

_ აბსოლუტური თანხვედრაა პრემიერის სურვილსა და ჩოხატაურში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს შორის. ვგულისხმობ, გახორციელებულ საკადრო ცვლილებებს. არც ერთ საჯარო მოხელეს ზეწოლის გამო არ დაუტოვებია თანამდებობა, მით უმეტეს პოლიტიკური ნიშნით. ეს სამი თვე გარდამავალი პერიოდი იყო. კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები წარმოდგენილი ყოფილიყვნენ აღმასრულებელ ხელისუფლებაში 3-თვიანი გამოსაცდელი ვადით. მომავალში კი შევეცდებით, კონკურენტუნარიანი გარემო შევქმნათ, ჩატარდეს კონკურსები და რაც შეიძლება, მეტი პროფესიონალი მოვიზიდოთ. ჭიქაში ამღვრეულ წყალს ჰგავს დღეს ჩოხატაურში მიმდინარე პროცესები, რომელიც ნელნელა დაიწმინდება და სრულყოფილ სახეს მიიღებს, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები არ უნდა მუშაობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი გათავისუფლება კანონით დაუშვებელია.

კანონის თანახმად, თვითმმართველობა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, თუმცა, ეს მხოლოდ ქაღალდზე _ უცხო არავისთვის არის, რომ მითითებები ცენტრიდან მოდის: _ საქართველოში რეალური თვითმმართველობა არ არსებობს. რაც არის, წარმოადგენს თვითმმართველობის უნიჭო კარიკატურას. არსებულ სტრუქტურას არ აქვს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება და მთლიანად მიბმულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე. რეალურად გამგებლები ყოველთვის ინიშნებოდნენ ცენტრიდან და ისინიც ყოველთვის ცენტრს ემორჩილებოდნენ, საკრებულო, უკეთეს შემთხვევაში, ბუტაფორიის ფუნქციას ასრულებს. არადა, სწორედ თვითმართველობა არის დემოკრატიის ერთადერთი უმთავრესი საყრდენი _ ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი კანონმდებლობის შექმნა და არჩევნების ჩატარება. მანამდე მსგავსი ექსცესები, როგორც ჩანს, გაგრძელდება, რაც კარგი არ არის, მაგრამ სამწუხარო შედეგია დეფორმირებული მემკვიდრეობისა. გამგებლებს არადემოკრატიული გზით ნიშნავდნენ ცენტრიდან და ახლა როცა ვითარება შეიცვალა, ადამიანები მათ გაშვებას ცდილობენ თანამდებობიდან ასევე არადემოკრატიული მეთოდებით. არ არის ადვილი აქ ოქროს შუალედის პოვნა და მაინც როგორმე უნდა მივიდეთ თვითმმართველობის ახალ არჩევნებამდე, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მარინე სუნგულია: "ამღვრეული წყლის უცებ დაწმენდა არ ხდება"

ბიზნესსექტორი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას" მომზადებული შეხვდა

ყველა სიახლე

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებას აფრთხილებს

18:39; 7.02.2026
საზოგადოება

როგორ იზრდებიან ზარმაცი შვილები – რა არის ამ დროს მშობლის ბრალი

15:28; 7.02.2026
საზოგადოება

იგეგმება თუ არა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარემონტო სამუშაოების დაწყება

15:22; 7.02.2026
სამართალი

შსს: ამოღებულია ტყვიამფრქვევი, 2 მჭიდი, 26 საბრძოლო ვაზნა და „გამომშრალი მარიხუანა“

15:08; 7.02.2026
საზოგადოება

მამალაძე, იქ, სადაც მიდიხარ, ვერ გაგიშვებთ _ სკოლა დაღუპულ მოსწავლეს ემშვიდობება

15:01; 7.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – გვაქვს მკაფიო გეგმები ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიმართულებით

12:22; 7.02.2026
საზოგადოება

ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება _ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

12:03; 7.02.2026
პოლიტიკა

“მე წავალ, მე დავჯდები, ჩემი გულისთვის ვის დავაჭერინებ?” _ ვასილ ჩიგოგიძე

11:32; 7.02.2026
Businessman, builder, nurse, architect. Isolated over white background
ზაფრანი

რომელი პროფესია უნდა აირჩიოთ   

10:33; 7.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშანთა თილისმები   

10:32; 7.02.2026
ზაფრანი

რემონტი და ზოდიაქოს ნიშნები

10:31; 7.02.2026
ზაფრანი

სისუფთავე და ასტროლოგია   

10:29; 7.02.2026
სამართალი

“სანადირო თოფიდან ესროლა და მიიმალა” _ რა მოხდა გურიაში

10:26; 7.02.2026
საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ასპარეზობის პირველ საშეჯიბრო დღეს დაესწრო

10:16; 7.02.2026
სამართალი

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს _ მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში

10:11; 7.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო