როგორც ოჯახის უფროსი ამბობს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ძველი ელექტროენერგიის სადენებია. ხანძრის მომენტში ოჯახის წევრები შინ იმყოფებოდნენ, მაგრამ სახლის დატოვება დროულად მოასწრეს. ამ წუთებში ხანძარი ლიკვიდირებულია, მაგრამ სრულად განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები. ოჯახის ერთი წევრი გულიკო პატარაია, ნერვეული აშლილობის შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს.