ლექციას წაიკითხავს გია მურღულია. ლექციის დროს მომხსენებელი ორ თემას შეეხება: 1. ბოროტების უარსობის არეოპაგიტული იდეა და პოემის კომპოზიციის შემთხვევითობათა ჯაჭვი და 2. ვინ არის ტარიელი? ამგვარი მსჯელობისას სათანადო კითხვების დასმას არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პასუხების გაცემას. საჯარო ლექციაში (განსაკუთრებით მეორე თემაზე საუბრისას) ბევრი კითხვა იქნება, რაც დამსწრე საზოგადოების საინტერესო დიალოგში ჩართვას ძლიერ შეუწყობს ხელს.
გია მურღულია: “რუსთველი დიდი ხანია ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მუდმივად გვესაუბრება იმაზე, რაც ჩვენს ცხოვრებას (ასევე მუდმივად) უფრო საინტერესოსა და მნიშვნელოვანს ხდის. ის კვლავ გვეძახის. შევიკრიბოთ და ვილაპარაკოთ შოთა რუსთველის უბერებელ ქმნილებაზე.”
საღამოს ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ლექციას ახალგაზრდებიც დაესწრებიან და მომავალი თაობა არ დაკარგავს ამ “ხელიხელსაგოგმანები” პოემის სიყვარულს.