ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ქვეყანაში სერიოზული დისკუსია დაიწყო ფასწარმოქმნის შესახებ. ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ზედიზედ მართავს სხდომებს. მასში მოაწილეობენ რძის ნაწარმის, კვერცხის თუ ხორცპროდუქტების მწარემოებელი კომპანიები. ესენი არიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.
პარალელურად ტრადიციული მაღაზიების არაერთი წარმოდგენელი დაჟინებით საუბრობს ქსელურების მხრიდან მათ ჩაგვრაზე, რომ მათ თანდათან მიერეკებიან ბაზრის სივრციდან და მალე გაქრობაც მოხდება. _არადა, აბსოლუტურად შესაძლებელია ჯანსაღი კონკურენცია თუ კონკურენციის სააგენტო თავის მოვალეობას შეასრულებს,_ ამბობენ ისინი.
ჩვენ ძირითადად ოზურგეთის სავაჭრო სივრცეში არსებულ მდგომარეობას ვუკავშირებთ მიმდინარე პროცესს და მასთან მიმართებაში განვიხილავთ. მარტივი შედარებითაც შეიძლება ვთქვათ, რომ ქვეყანაში თითქმის ყველგან ერთნარი მდგომარეობაა.
ოზურგეთში სულ არის ცამეტი ქსელური ანუ მსხვილი ბიზნესის სავაჭრო ობიექტი. ზოგს ერთი სავაჭრო სივრცე აქვს ,ზოგს ორი ან მეტი. ესენია: „ ორი ნაბიჯი“, „მაგნიტი,“ „ნიკორა“, „დეილი“, „იოლი“, „ლიბრე“… ხოლო ტრადიციული მარკეტები სულ ოცდახუთამდეა.
_კარგია, რომ ასეთი ინიციატივით გამოვიდა მთავრობა, მაგრამ ეს არ მგონია, საიმედო იყოს. შედეგს როგორ დადებენ, როცა ყველა ერთმანეთს აბრალებს ფასნამატის წარმოქმნას? ამასობაში ხალხი , მარკეტებში ყოველ შემოსვლისას, გვეკითხება, რატომ არ ვამცირებთ ფასებს(??) მათ ჰგონიათ, ამ საქმის მომგვარბელი ჩვენ ვართ და ფასების დაწევას მოვახდენთ. სიმწრით ხომ უნდა გაგეცინოს ადამიანს, _ გვეუბნება ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე არსებული ერთი მარკეტის მეპატრონე ლელა აბაშიძე.
უკვე საზოგადოების ყოველდღიური ინტერესის საგანი გახდა, როგორ მუშაობს ფასწარმოქმნის ჯაჭვი საქართველოში და როგორ ხვდება ჩვენთან პროდუქცია ასე მაღალი ფასნამატით.
საუბრებში რიგითი ადამიანები სულ კითხულობენ, ასე რატომ იზრდება ფასები საზღვრიდან თარომდე, წარმოებიდან მარკეტამდე . აღნიშნავენ იმასაც, რომ ამ პრობლემის სიღრმე თუ ასეთი იყო, აქამდე არ იცოდნენ.
„რა უნდა მაგის დადგენას, თუ ნება იქნება? თუ პროცესი გამჭვირვალე გახდება, უცებ გაირკვევა, ვინ რამდენს ამატებს. ვინ იღებს ყველაზე დიდ მოგებას. პრემიერთან შექმნილი კომისია ხომ სვამს კითხვებს, რა ხდება არის თუ არა კარტელური შეთანხმებები. ჰოდა, თუ ქსელურებს შორის არ არის სამართლიანი თამაშის წესი, ჩვენ, რიგითი ადამიანები ხომ ვერაფერს გავხდებით. ამიტომ ველოდებით, იქნებ, მოხდეს სასწაული და მთავრობამ ფასების დაწევის საქმეში შეიტანოს თავისი წვლილი. ამოვისუნთქავთ“, _ასეთია ყოველ ჯერზე მოქალაქეთა საუბრის შინაარსი.
ამსობაში კი პრემიერი ამბობს, რომ შესაბამისი უწყებები სწავლობენ კარტელურ გარიგებებს, რომ აუცილებლად დაელოდება ასეთი ტიპის მოკვლევას და შემდეგ გააკეთებს უფრო კონკრეტულ განცხადებას. უნდა მოხერხდეს, გამოიძებნოს გზები ფასების შემცირებისთვის.
ოზურგეთში ჩვენ ვხვდებით მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომლებსაც 25-მდე მაღაზია აქვთ გახსნილი.
_თვით ქსელურებს შორის არ არის სამართლიანი თამაშის წესები. მათი გაუმაძღრობის გამო, მათ მიერვე გაზრდილ დისტრიბუციის ხარჯებს ვიხდით ჩვენ, ტრადიციული მაღაზიები. არანაირად არ ხდება ჩვენი ინტერესების გათვალისწინება. ახლა ხომ ამბობენ და აღიარებენ ახლა, რომ დისტრიბუციას თურმე დიდი ვალები აქვს ჩატოვებული ქსელურებში და რისკი არსებობს, რომ დაეკარგებათ ეს ფული. ახლა ჩვენ გვკითხონ, ტრადიციულებს ვალს ვინმე უტოვებს? უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჩვენთან ნისიად ტოვებენ სამ-სამ თვეობით რაიმეს? და მერე ქეშბექს და მათ გამოგონილ, უფრო სწორად გაბერილ გადასახდელებს რატომ გვინაწილებენ? არის თუ არა ეს უთანასწორო თამაში? ათჯერ ვიკითხავთ, კონკურენციის სააგენტომ რატომ დართო ნება ორი ქსელის გაერთიანებას? როცა მისი პირდაპირი პრეროგატივაა, ბაზრის შესწავლა და ამ შესწავლით რა დასკვნის საფუძველზე გასცა ნება ამათ გასაერთიანებლად? ყოველივე ამის შემდეგ რეალური სურათი ასეთია _ერთ ჯგუფში შემავალი ქსელური მარკეტების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1600-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს, რაც ორგანიზებული ბაზრის 30%-ია. და ამის შემდეგ დავფიქრდეთ _ვინ ააგორა ეს ყოველივე თუ არა შიშის მოლოდინში მყოფმა დანარჩენმა ქსელურებმა, ვინც ამ გაერთიანების მიღმა დარჩა. მიხვდნენ, რომ ელით დარტყმები იმ გაერთიანებისგან . ჩვენ კი ამათგან უკვე დიდი ხანია, ამ დარტყმების ქვეშ ვართ! ქსელურების ბინძური თამაშის შედეგებს ჩვენ გვინაწილებს დისტრიბუცია! ქსელურების მიერ დისტრიბუციის მიმართ თავზე ხელის წამორტყმით (და ისე ძლიერ ურტყამს) ანასხლეტები დაუმსახურებლად გვხვდება ჩვენ. ჩვენ გვახდევინებენ ხარჯებს, რაც ქსელურთან გაიღეს. თუ დისტრიბუციისგან ძვირი ფასით არ ავიღებთ პროდუქციას, მაშინ დისტრიბუციის შემადგენლობა ცუდ დღეში ვარდება. ჩვენი სახით ეკარგებათ, ასე ვთქვათ მეწველი ძროხა და გაწეულ ხარჯს ზარალობს. ესე იგი, რამდენი ტრადიციული მაღაზიაც გამოაკლდება დისტრიბუციას, იმათი წილი ფასი ემატება პროდუქციას, რომ დანახარჯი ამოიღოს დისტრიბუციამ. პროპორციულად, რათქმა უნდა. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ შემომტანი და დისტრიბუცია მიჩვეულია დიდ ფულს, არცერთი მომგებიანი თეთრის დაკარგვა არ უნდა და ცდილობს , მოგება იმდენივე პჰქონდეს, ყველაზე ცუდ ვარიანტში რომ არის ან უფრო მეტი! ბიზნესი რომ არასდროს წაგებაზე არ მუშაობს, ეს თვით პრემიერმაც თქვა , როცა ამ ამბებთან დაკავშირებით საუბრობდა. ამ შემთხვევაში დისტრიბუცია ქსელურების თამაშის წესით ახორციელებს ბიზნესს. ქსელური გადმოდის „სტავკას“, ჟარგონით რომ ვთქვათ. მოლაპარაკების ლომის წილი მათზეა და დისტრიბუციას მათი თამაშის წესებზე უწევს თანხმობა. ერთად კი აზარალებენ, ჭყლეტენ ასე ვთქვათ, ტრადიციულ მაღაზიებს, _ ასეთია „გურია ნიუსთან“ მოსაუბრე, ძველი დროიდან არსებული ტრადიციული მაღაზიების მფლობელთა აზრი და არც ისე უარგუმენტოა ეს ყოველივე.
ამასობაში, როცა ხდება ფასნამატის თაობაზე შეხვედრები, ბიზნესსექტორი აკეთებს განმარტებებს. თუმცა საბოლოოდ მაინც გაუგებარი რჩება, ვინ ამატებს და რამდენს, რატომ ხდება პროდუქტის ასე ძალიან გაძვირება. ყველა ერთმანეთს აბრალებს. ბრალდებები კი, რომ დააკვირდები, მუდამ ზოგადია: მწარმოებელი დისტრიბუციისკენ იშვერს ხელს, დისტრიბუცია ქსელისკენ, ქსელიდან კი პატარა ბაზრისკენ მიუთითებენ. ამ ფონზე შეიძლება დასკვნის გამოტანა, რომ კარტელური გარიგებების სუნი ასდის ამ ყველაფერს.
ყველაზე მთავარი _ რა არის ქეშბექი?
ამ ხარჯს მოკლედ , ბუღალტრულ ენაზე მარკეტინგულ გადასახადად მოიაზრებენ. გასაგებად ასე შეიძლება ითქვას _ ეს არის პროცენტი რეალიზაციიდან.
_რა არის და შერქმეული სახელია! თანხის საოპერაციო მიმოქცევაში იწერება, როგორც სარეკლამო მომსახურების ან ლოჯისტიკური მომსახურების თანხა. კდევ უფრო განმარტებით – ეს არის პროდუქციის თვითღირეულებიდან დაბრუნებული საპროცენტო განაკვეთი. ანუ თუ ქსელურმა 1,70 ლარად (ერთი ცალი) მიიღო ასსამოცდაათი ლარის „ნაბეღლავი“ და გაყიდა, ქეშბეკის 60% თუ დაუბრუნდა იმ ასი ლარიდან, ანუ 102 ლარი, ესე იგი პროდუქცია დაუჯდა მხოლოდ 68 ლარი.
ჩვენ ვთხოვეთ რამდენიმე ტრადიციული მაღაზიის მფლობელს, მარტივ ენაზე, გასაგებად აეხსნა ჩვენთვის, რომელიმე ერთი კონკრეტული პროდუქტის მაგალითზე, რა არის ეს ქეშბექი, რადგან დიდია ინტერესი ხალხში. სქემა, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ერთი პატარა მაგალითია იმისა, უთვალავი დასახელების პროდუქტზე , როგორ შეიძლება დაგრჩეს მოგება, რაც ჯანსაღი ვაჭრობის წესით მოგებას არ ექვემდებარება. მივადევნოთ გონება:
„ვთქვათ 1,70 ლარად (ერთი ლიტრის ღრებულება) ობიექტზე შეიტანეს „ნაბეღლავი“ . თუ მომწოდებელსა და მაღაზიას (ქსელური) შორის არის მოლაპარაკება ქეშბეკის პროცენტზე, ვთქვათ 40% (ქეშბეკი უმეტესად სხვდასხვაა) ამავდროულად ხდება გეგმის შედგენა რეალიზციაში, მომწოდებელსა და მარკეტს შორის _ კვარტლის ჭრილში . მაგალითად: კვარტალში უნდა გაყიდოს1000 ლარის ნაბეღლავი, დოკუმენტურად კი შესულია სტანდარტული 1,70 ლარის ანგარიშით! ათასი ლარის ნაბეღლავი, 1,70 ლარის ანგარიშით, არის 588 ლიტრი(ცალი), რაც კვარტალში გამოვიდა. მივყვეთ პროცესს. მარკეტმა შეასრულა გეგმა, ანუ გაყიდა მინიშნებული რაოდენობა კვარტალში. 1000 ლარის 40% (ანუ ქეშბეკი) შეადგენს 400 ლარს. 400 ლარის ქეშბექის თანხის დღგ-ს 18%-ს (72 ლარი) უბრუნებს მომწოდებელს. (დისტრუბუტორს). 400 ლარს გამოაკლდება ეს 72 ლარი. რჩება 328 ლარი. დარჩენილ 328 ლარს მარკეტი ბეგრავს საშემოსავლოს 20%-ით. ესე იგი 328 ლარს რომ ეს 20% ანუ 65,6 ლარი გამოაკლდება ,სუფთა მოგება დარჩა 262, 4 ლარი. (თეთერების მეასედებსაც ვწერთ). ზემოთ აღნიშნულ გეგმაში შედის 588 ცალი ნაბეღლავი. შესვლის ფასი ხომ იყო 1,70 ლარი. დამატებითი შემოსავალი _ 262 ლარი, ქეშბექის სახით, გავყოთ 588 ცალ ნაბეღლავზე:
262 (ლარი): 588 (ცალი ნაბეღლავი)=0,4463 ლარი. ანუ სტანდარტული ღირებულების ნაბეღლავს (1,70ლარი ) მინუს 0,4463 ლარი, დარჩება 1,2537 ლარი. ანუ 1,25 ლარი გაუხდა ნაბეღლავის თვითღირებულება!. ვიმეორებთ, დავაკვირდეთ 1ცალი(ლიტრიანი) ნაბეღლავის თვითღირებულება, ამ ქეშბეკის წყალობით, გაუხდა 1,254 ლარი! აქციის დროს ყიდის 1,29 ლარად! როცა იგივე ნაბეღლავი დოკუმენტაციით 1,70 ლარად შევიდა ქსელში! ჯერ ერთი, საქართველოში ჩამოსხმულმა პროდუქციამ რატომ მოიმატა ასე , თავდაპირველ ფასთან შედარებით! და მეორე _1,29 ლარს და 1,254 ლარს შორის არის სხვაობა 4 თეთრი ანუ აქ გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ქსელური არ მუშაობს წაგებაზე, როცა 4 თეთრიანი მოგება მაშინაც აქვს, როცა აქციაა! (ამ აქციის დღეებში ტრადიციულ მაღაზიებს მიაქვთ პროდუქცია, ბუნებრივია)…
ტრადიციული მაღაზიების მფლობელები საუბრობენ იმაზეც, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელთა განმარტებები, რომ გაყიდვების 90% ქსელურებზე მოდის, არაა მართალი და არ ეთანხმებიან. და თუ ასეა, ესეც მათი ბრალია, რადგან თუ დისტრიბუცია კვერცხს ტრადიციულებს აძლევს 5 ლარად(ათი ცალი) , იგივე კვერცხი ქსელურებში აქციის დღეს რომ 4,50 ღირს, რატომ ავიღებ დისტრიბუციიდან? ვიყიდი ქსელებში და გადავყიდი მერე. და გასაყიდი ფასი უფრო იაფი გამოგვივა, ვიდრე დისტრიბუციიდან აღებული! კიდევ უფრო დავაკვირდეთ _ მათი (ქსელურების) პოლიტიკით ტრადიციულებს ეკარგება დისტრიბუცია! და ქსელურს ემატება ნავაჭრი, რაც აწყობს ამ ქსელებს ,საკუთარი თავის პიარისთვის და დისტრიბუციის დასანახად, რომ აი, ხედავ? მე უფრო მეტს ვყიდი, ვიდრე ტრადიციულები… ასეთ ვითარებაში კი , როცა იხსნება და იხსნება ქსელურების მარკეტები, ,ტრადიციულები მილევად რეჟიმში ავტომატურად თუ იძულებით გადაჰყავთ. შედეგი კი ის იქნება, რომ (თუ ვინმე იტყვის, დაიხურონ, მერე რაო) ბევრი ახალი ქსელურის მარკეტის გახსნას არ მოსდევს ფასების შემცირება! არადა, პირიქით უნდა იყოს! იმიტომ, რომ ქეშბექის და სხვა ხარჯების „კანონი“ დომინირებს. ხალხი იმასაც ამბობს, რომ ეს ქურდულ „ატკატს“ ჰგავსო.
საბოლოოდ ტრადიციული მაღაზიების (მცირე და და საშუალო ბიზნესი) მფლობელები აცხადებენ, რომ თანაბარ პირობებში ჩადგეს ტრადიციული მაღაზიები და ქსელურები (მსხვილი ბიზნესი). აი, მერე ვნახოთ, ვინ გაყიდის მეტ პროდუქციას და ფასები როგორი იქნებაო!
_ამდენი საუბრის შემდეგ, ჩვენ ის გვაინტერესებს, ეს ფასნამატის შემსწავლელი კომისია საბოლოოდ ფასების მომატების კომისიად ხომ არ გადაიქცევა? ქეშბექი სულ მატულობსო, ისმის ტელევიზიებიდან, ისმის სავაჭრი სივრცეებიდან. უკვე ყველა ალაპარაკდა ამ უაზრო ფასნამატებზე. კარგი, ჩვენი_ მომხმარებლის ინტერესი არსად ჩანს, რომ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შევიძინოთ პროდუქტი. მაგრამ ფასნამატი თუ არსებობს , ვთქვათ, ხელფასნამატი არ უნდა არსებობდეს? ჩემი შვილები დასაქმებული არიან ასეთ სავაჭრო ობიექტებზე, ერთ დიდ ქალაქში. 24 საათი ფეხზე დგანან, გვიან საღამომდე. მათ ხელფასს არავინ უმატებს. აბა, ვისთვის იზრდება ეს ფასები? რა მიხვედრა უნდა,ხალხო, ამას, რომ მსხვილი ბიზნესი წეწავს ყველას. ყველაზე უფრო კი მომხმარებელს? მათთან დასაქმებულები ხომ არიან მონის პირობებში? _ გვეუბნება ოზურგეთელი მომხმარებელი ნატა ერქომაიშვილი.
ასევე საუბრობენ ოზურგეთელი მომხმარებლები : აზა შავიშვილი, ირმა ქინქლაძე, იზა ქადეიშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც ჯერჯერობით ნიჰილისტურად არიან განწყობილი ფასნამატის ირგვლივ არსებულ პროცესებთან.
კიდევ ერთი მაგალითი ქეშბექის შესახებ : როცა ქეშბექის (და თუნდაც სხვა ხარჯებს) წევს „ორ ნაბიჯში“ „სოფლის ნობათის“ კომპანია შპს „ვილიბანდი“, უკან რის და ვის ხარჯზე იღებს? რა თქმა უნდა, ტრადიციული მაღაზიების ხარჯზე. 2,75 ლარად შეაქვს მაწონი ყველგან და „ორი ნაბიჯი“ უაქციო დღეზე 2,50 ლარად ყიდის. აქციის დღეს კი -2,19 ლარად! ნებისმიერი სწორი გათვლით, მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ეს არის იმ ყველა თანხის ხარჯზე, რასაც თმობს აღნიშნული შპს ვილიბანდი „ორ ნაბიჯთან“ და ამ ხარჯებს იღებს მათგან, ვისთანაც საერთოდ ერთ თეთრსაც არ ხარჯავს_ ტრადიციული და საშუალო ბიზნესიდან!! ანუ განტევების ვაცია ეს ტრადიციული მაღაზიები(საშუალო ბიზნესი ), _ გვიხსნიან ტრადიციული მაღაზიების მფლობელები.
მათივე ნაამბობი: „მნიშნელოვანი ფაქტორია კიდევ ერთი რამ, რის გამოც ტრადიცულ მარკეტებს ქსელურთან არაჯანსაღ, უკოკურენტო პირობებში უწევს მუშაობა! ეს მდგომარეობს შემდეგში_ ქსელურთან ხარჯის ზრდის გამო, დისტრიბუცია წლის ჭრილში ორჯერ აძვირებს პროდუქტს, ანუ წლის პირველ და მეორე დეკადაში ! გაძვირების დაანონსებიდან მაშინვე, მეორე დღესვე დისტრიბუცია ტრადიციულს უძვირებს პროდუქტს! ხოლო ქსელურს მხოლოდ 2 დან 3 თვის შემდგომ (ხელშეკრულების შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით)! ვადაგასულ პროდუქტის გატანა აკრძალეს ტრადიციულებიდან და ზარალი მოდის ამ კონკრეტულ ობიექტებზე– ხოლო ქსელურიდან გადის ოფიციალურად! აქაც არაჯანსაღი კონკურენციააა – იმასაც თუარ დავუმატებთ რომ ეს უკანასკნელი რისკ ფაქტორის გათვლები მხოლოდ ქსელურის გამოა, რომ გაიძახიან რისკ ფაქტორებიო! (აქ ტრადიციულები არაფერ შუაშია, უბრალოდ, აქაც განტევების ვაცია). დაკიდევ _– ვინმეს არ ეგონოს რომ ერთი და იგივე პროდუქტის მომწოდებელი ქსელურსა თუ ტრადიციულში სხვადასხვაა. (შუამავალი რგოლის სახით) . ესასე არაა. ვინც აწვდის პროდუქტს ქსელურს ერთ კონკრეტულ პროდუქტს, იგივე აწვდის ტრადიციულსაც–ეს იმიტომ არისაღსანიშნავი, რომ ამ უკანასკნელმა (შუამავალმა რგოლმა) შეიძლება, გამოიწვიოს ფასთა შორისი სხვაობა! მიუხედავად ამისა, ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო, მაინც ხდება ფასთაშორისი (თვითღირებულებაში) სხვაობა, ქსელურსა და ტრადიციულ მარკეტებს შორის.
მეტი რა კითხვები უნდა გაჩნდეს და პირდაპირ დაიყაროს პრემიერის, იმ ფასნამატის საკითხების შემსწავლელი კომისიის მაგიდაზე: რა შუაშია სხვა მარკეტები,მცირე და საშულონი, უბნის პატარა მარკეტები, სხვისი ხარჯის გამო რომ სჯიან და უზრდიან ფასს? და ეს ავტომატურად ქსელურებსაც ხომ უზრდის ფასს?? თუმცა ის უკომპენსირდება ქსელურებს ქეშბეკის, ასევე შესვლის და თაროს თანხებით! ამიტომ არის თუ არა სასწრაფოდ მისახედი ის ამბავი, რომ ქსელურები ვისთანაც იხარჯებიან, ვისთანაც აქვთ ინტერესი, მათ მიხედონ ფინანსური კუთხით და აბსოლუტურად ტყუილად ნუ სჯიან ტრადიციულ მარკეტებს! ანუ მცირე და საშუალო ბიზნესს!
თუ არა და, ასეთ პირობებში პროდუქციის ფასი როგორ დაიკლებს? პირიქით, რამდენით მეტი ახალი მაღაზია გაიხსნება, მეტად არ გაიზრდება ფასი? ასეთია ამ საოცარი სქემის არსი! როგორც ოზურგეთში (ალბათ, სხვაგანაც ) ამბობენ, ამ საოცარი ზღაპრების არსი!
ასევე ფარსია ინფლაციის მომიზეზება ფასის მატებასთან მიმართებაში! _ გვეუბნებიან მცირე ბიზნესის წარმომადგენლები_ ნეტა, სად ხედავენ გაძვირებულ 40% -ში 90%-იან დანამატს? ან 2021 წლიდან, დღეის მდგომარეობით, ინფლაციის კურსი რამდენს შეადგენს, დაინტერესდება ვინმე, რომ კარგად გამოთვალონ და შედარება მოახდინონ? და კიდევ, დისტრიბუცია და მეწარმეები რომ გაიძახიან დღგ-ს შემცირებაზე, სასურველია ეს მოთხოვნა გვერდზე გადადონ, რადგან ეს 18% სახელმწიფოს ბიუჯეტის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ხოლო ქეშბექის 40-60% -იანი ხარჯები კი პიროვნული მოგებების თანხებია! ეს უნდა შემცირდეს პირველ რიგში, თუ გვინდა, რომ ფასებმა სასწრაფოდ დაიწიოს და პროდუქტი გაიაფდეს!
ავტორი

































































