ოთხივე ბრალდებული წლების განმავლობაში ხელვაჩაურში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „ბი–თი–ემ ტექსტილი“-ს დაცვის სამსახურში მუშაობდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2011 წლიდან მარტიდან 2013 წლის აპრილამდე სამკერვალო ფაბრიკა და მის ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტი ოცჯერ გაქურდეს. ამ დროისთვის დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2 წლის განმავლობაში 15 000 ლარის ღირებულების სიგარეტი და 50 000 ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა დასახელების ნივთი მოიპარეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დაკავებულები ოცივე ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება სსკ-ს 177 (ქურდობა) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.