19 აპრილს, ქ.თბილისში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი შეკრების მიმდინარეობას არასამთავრობო ორგანიზაციების “საზოგადოებრივი დამცველი” და “ახალგაზრდები სამართლინობისათვის – საქართველო” 4 მობილური ჯგუფი დააკვირდება. აქციის და მის მიმდებარე პერიმეტრზე იმუშავებენ მონიტორები.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ სტრუქტურებსა და მერიას დაიცვან მოქალაქეთა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება.
ასევე მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან კანონი, რათა თავიდან იყოს აცილებული შესაძლო პროვოკაციები.
“საზოგადოებრივი დამცველი” და “ახალგაზრდები სამართლიანობისათვის – საქართველო” იმედს გამოთქვამენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩაივლის.
ორგანიზაციის ოფისში მთელი დღის განმავლობაში იმუშავებს ცხელი ხაზი 2 945233