“19 აპრილის აქციაზე წასვლა არის კონსტიტუციური უფლება. ვერავინ ვერაფერს იტყვის, ყურებზე ხახვი არ დაგაჭრან, ვისაც გინდათ წადით” _ განაცხადა გიორგი უკლებამ დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ნაციონალური ერთობა აქაც ეჭვქვეშ დგას, რადგან ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკო კაჭკაჭიშვილის განმარტებით, ის აქციაზე წასვლას სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ვერ ახერხებს.
” გურია ნიუსის” კითხვაზე, _ რა აზრის იქნებიან მისი თანაგუნდელები ამ საკითხზე, კაჭკაჭიშვილმა განმარტა რომ, მას ერთადერთი თანაგუნდელი ქუთაისელი ხალხი ჰყავს.
_ ბატონო ნიკო, თქვენ აპირებთ 19 აპრილის აქციაზე წასვლას?
_ ქალაქში იმდენი საქმეა, სამსახურეობრივად ვერ ვახერხებ, ლექციებიც მაქვს.
_ თქვენი თანაგუნდელები როგორ მიიღებენ ამ ამბავს?
_ რომელ თანაგუნდელებს გულისხმობთ? ჩემი თანაგუნდელები არიან ქუთაისელები და დანარჩენს მე არ ვცნობ.
ნიკო კაჭკაჭიშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში აქტიურად იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: იყო იმერეთის ვიცე-გუბრნატორი, ქალაქის ვიცე მერი და ამ დროისთვის ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს იკავებს.