_ამ ეტაპზე ძალიან თავშეკავებული ვიქნები, ვრცელ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მე ჯერ ვარ ქალბატონი მარინა სუნგულიას მოადგილედ დანიშნული, რომელიც ჯერ ოფიციალურად გათავისუფლებული არ არის _ გვითხრა ფოცხიშვილმა.
_ბატონო მურთაზ, ალბათ საქმის კურსში იქნებით, ბიუროში არის რაღაც პრობლემები, არც ტექნიკა გქონდათ საკუთარი, ასევე ბიუროს არ გააჩნია საკუთარი ოფისი და ხარჯებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს დღემდე, ასევე სხვა მატერიალურ თუ ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით…
_ მაგასთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ.
_ რატომ? თუ მოადგილე იყავით, ხომ უნდა გცოდნოდათ ამ პრობლემების შესახებ?
_ კი ბატონო, მაგრამ მაგაზე კომენტარს შემდეგ გავაკეთებ..
_ ალბათ საქმის კურსში იქნებით, ბიუროს უკვე ყოფილ ხელმძღვანელს ქალბატონ მარინა სუნგულიასა და გამგებელ კოტე შარაშენიძის შორის დაძაბული ურთიერთობაა, ასევე გამგებელსა და ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეს შორისაც, ჩვენი ინფორმაციით, განხეთქილებაა, თქვენ როგორ აპირებთ კომუნიკაციას?
_ უდიდეს პატივს ვცემ ქალბატონ მარინას, ასევე ბატონ კოტეს. ყველასთან მექნება საუკეთესო და იდეალური ურთიერთობა.
_ როგორ აპირებთ მოსახლეობასთან კომუნიკაციას და პრობლემების გადაჭრას? მოსახლეობას პრეტენზია აქვს, რომ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე იშვიათად ჩამოდის ოზურგეთში და ხალხს არ ხვდება..
_ აბსოლუტურად ყველაფერი გაწერილი და აღრიცხული იქნება. მაქსიმალურად, ფუტკარივით ვიმუშავებ, რომ მოსახლეობა იყოს კმაყოფილი ჩვენთან ურთიერთობით.