_ ბატონო გიორგი, თქვენ რამ მოგიყვანათ ამ აქციაზე, რა მიზნით ხარ მოსული?
_ მე რამ მომიყვანა?! მე 1987 წლიდან აქ ვდგავარ. დიახ, აქ ვარ მე სულ!
_ ყველა აქციაზე დადიხართ ხოლმე? მგონი, უახლოეს წარსულში აქციებზე არ შემხვედრიხართ…
_ ყოველ შემთხვევაში, სანამ იყო ეს აქციები, აქ ვიყავი. მე მახსოვს მაგალითად, ჯანსუღ ჩარკვიანი როგორ იძახდა, 1989 წლის 8 აპრილს, ვინც ამ აქციაზე დგას, ისინი საბჭოთა კავშირის და სოციალისტური წყობის მტრები არიანო და ყველანი ეგენი არიან დასახვრეტებიო. აი, ეგ მახსოვს.
_ აქციების სიყვარულმა მოგიყვანათ ანუ?
_ აქციების არა, საქართველოს ევროპული კურსის და ნატოს და ცივილაზიის სიყვარულმა მომიყვანა.
_ ეს იგივეა, რაც “ნაციონალური მოძრაობის სიყვარული?
_ არა, არანაირად არა! მე არ ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წევრი. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გამოღლიტავს რუსეთს ამ ქვეყანას ხელიდან. ვინც გამოღლიტავს რუსეთს ხელიდან საქართველოს, იმისიანი ვიქნები ყოველთვის.