(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთში, აპრილის დასაწყისში, შაქრის, პურის ფქვილის, ზეთის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების ფასმა იკლო _ 1 კგ. შაქარი ახლა 2 ლარი და 30 თეთრი ღირს. ზოგან _ 2 ლ 20 თეთრიც (საშუალოდ, 40 თეთრი დაიკლო); 25 კგ წონის ერთი ტომარა პურის ფქვილი 28 ლარი ღირს (დაიკლო 2 ლარი); 1 ლიტრი ზეთი _ 3 ლარი და 40 თეთრი (დაიკლო 50 თეთრი); 1 კგ ხმელი ლობიო _ 2 ლარი და 60 თეთრი (დაიკლო 40 თეთრი).