"ადითი" ისრაელის სამედიცინო კომპანია "აიჰოპი"-ს შვილობილია, რომელიც საქართველოში 2008 წელს შემოვიდა. "100 ახალი საავადმყოფოს" პროექტიში ჩაერთო, თუმცა ვალდებულებები ვერ შეასრულდა და ხელისუფლების კრიტიკაც დაიმსახურა. მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის მის შვილობილ კომპანია ადითს საქართველოს 9 ქალაქში საავადმყოფოები შეეძინა.
დღემდე უცნობია რა უწერია სახელმწიფოსთან დადებულ ხელშეკრულებაში კომპანიას, რომელმაც საავადმყოფოებში შესვლისთანავე მედპერსონალს ხელფასები გაუნახევრა; ბოლოს კი კადრებიც მინიმუმამდე დაიყვანა. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როცა იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრი, ალექსანდრე კვიტაშვილი ამტკიცებდა, რომ 2011 წლის 31 დეკემბრიდან "ვერც ერთი საავადმყოფო, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, ვერ მოემსახურება სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პაციენტებს".
"ადითმა" კი 3 წლის განმავლობაში მინიმალური პირობები ვერ შექმნა.