მათი განცხადებით, ცაგერსა და ბაღდათში საჯარო მოხელეები აღნიშნულ დღეს სამსახურებში იმყოფებოდნენ და საკუთარ მოვალეობას ასრულებდნენ. რთული სიტუაცია იყო წყალტუბოში, სადაც გამგეობის 34 თანამშრომლიდან აქციაზე 23 წავიდა და აქედან არც ერთს არ დაუწერია განცხადება გათავისუფლების თაობაზე. მონიტორინგი ჯგუფის წევრების თქმით, ეს თანამშრომელთა თითქმის 70%-ია.
“ძალიან ცუდი ფაქტია, როცა საჯარო მოხელეები მოვალეობებს არ ასრულებენ და პარტიულ შეკრებებზე დადიან. მათ ფულს ხალხი უხდის და არა რომელიმე პარტია ან ორგანიზაცია. ჩვენ ვამზადებთ წერილს, რომლის თანახმად მოვითხოვთ, რომ ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისროთ იმ საჯარო პირებს, ვინც სამსახური პარტიული მიზნებით გააცდინა,” _ განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიზო ბანძელაძემ.