კომპანია “ენერგო–პრო ჯორჯია” მიმდინარე წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინდივიდუალურ მრიცხველს 50 ათასს აბონენტს დაუმონტაჟებს, გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურ ფაზაში 1 მაისიდან შევა. შემდგომი ორი წლის განმავლობაში დაგეგმილია დამატებით 140 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება.
ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს. პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი იზოლირებული სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.