ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე:
“პირველ რიგში, ქალაქის სასაფლაოები და რა თქმა უნდა, გარეუბნის სასაფლაოები უნდა მოწესრიგდეს. უნდა მოხდეს მათი სამართლებრივად დარეგისტრირება, სასაფლაოები იქნება მუდმივად მოვლილი. გადასახდელი იქნება სიმბოლური თანხა, წელიწადში დაახლოებით, 15 -დან 18 ლარამდე. მე ვფიქრობ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის და ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის, ახლა სააღდგომოდ რომ ჩამოვლენ თავიანთი წინაპრების საფლავზე, ყველაფერი მოწესრიგებული იყოს. ჩვენ პირველი გაწმენდითი სამუშაო ჩატარებული გვაქვს. მოხდება აღრიცხვა, დაიდგმება ჯიხურები, სადაც იქნებიან სასაფლაოს ზედამხედველები. ისინი უშუალოდ იქნებიან კონტაქტში მოსახლეობასთან.
სასაფლაოს მოვლა პატრონობა დაკისრებული აქვს ოზურგეთის სერვისცენტრს”.