რომელსაც მომავალი სეზონიდან ჩაიბარებს.
“პეპს უნდა, რომ პირველი პრესკონფერენცია მიუნხენში გერმანულ ენაზე ჩაატაროს, ის ძალიან ამბიციურია. ვიმედოვნებ, იმედებს გაამართლებს. თუმცა, ზოგიერთ რამეზე ვნერვიულობ _ “ბაიერნი” 20 ქულის ფორით ლიდერობს ჩემპიონატს. ასეთი შედეგის შენარჩუნება ძნელი იქნება. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი შვილი ბევრს იმუშავებს და ყველას დაუმტკიცებს, რაც შეუძლია. ზოგჯერ, რთულია დავიჯეროთ, რამდენს მიაღწია პეპმა. ჩვენი პატარა, მშვიდი ქალაქიდან, ის დიდ მსოფლიოში აღმოჩნდა,” _ განაცხადა ვალენტი გუარდიოლამ ესპანურ პრესასთან საუბარში.