მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის მაჟორიტარი-დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქუთაისელებს გუბაზ სანიკიძის ხმა აქამდე არ გაუგიათ, მას სძინავს და მხოლოდ ღილაკზე ხელის დაჭერის დროს აღვიძებენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მიმართა ახალგაზრდებს და განაცხადა, რომ 27 აპრილს დაგეგმილი არჩევნები მნიშვნელოვანია, რათა სამი მანდატი მოიპოვოს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ.”
“ეს მანდატები იმისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ქუთაისიდან არ გადავიდეს პარლამენტი და ქალაქმა ადმინისტრაციული მნიშვნელობა არ დაკარგოს.” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.